სოციალურ ქსელში, ჯგუფში, “სასოწარკვეთილი მომხმარებელი”, ნატა, წერს:
“ძალიან მაინტერესებს თბილისში თუ არსებობს კონკრეტული ტარიფი ტაქსით მგზავრობაზე? რა ღირს ბოლოსდაბოლოს 1 კმ ხომ შეიძლება დადგინდეს არა, და საბოლოოდ აილაგმოს პრიუსიანი ყაჩაღების თარეში? რატომ არ არსებობს მრიცხველი მაქნანებში? რატომ გვახდევინებენ წვიმის, გუნება-განწყობის და ჩაცმულობის მიხედვით საფასურს? გასაგებია გააძვირებული ბენზინი და პიკის საათის ტარიფი, მაგრამ მაინც რამდენი უნდა ღირდეს ტაქსი? ერთი კმ, ან ნაკლები? როცა ერთი გეუბნება 5 ლარს და მეორე კი 10 ლარს, ვინმემ და რამემ არ უნდა დააბალანსოს ეს ყაჩაღობა?”
კომენტარები