მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
“დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში გვაქვს კოვიდ-19-ის 595’264 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 559’996 და გარდაცვლილია 8’541 ადამიანი.
საერთაშორისო სამედიცინო პრესაში არ გავქვს გამოქვეყნებული არც ერთი (!) სტატია საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის მიმდინარეობის თავისებურებებზე.
არ გვაქვს კვლევებით დადასტურებული ინფორმაცია SARS-CoV-2 ვირუსის რომელი ვარიანტები (შტამები) ცირკულირებდა საქართველოში პანდემიის პერიოდში? რომელი ვარიენტი იყო დომინანტი 2020 წლის შემოდგომის „ტალღის“ დროს და /ან
რომელი ვარიანტები ცირკულირებს დღეს ? რომელი ვარიანტია დღეს დომინანტი?
ინფიცირებული პაციენტების რა რაოდენობას (%) ესაჭიროებოდა მართვითი სუნთქვა 2020 „ტალღის“ დროს და როგორია ეს მაჩვენებელი 2021 „ზაფხულის ტალღის“ პირობებში?
როგორი იყო მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი 2020 წლის შემოდგომაზე და როგორია ეს მაჩვენებელი ერთი წლის შემდეგ ?
რატომ გვაქვს 2021 წლის შემოდგომაზე სიკვდილიანობის ასეთი მაღალი (1.43%) მაჩვენებელი ?
ჩემი აზრით ამ „ინფორმაციულ ვაკუუმს“ ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს
1. საქართველოში არ ტარდება შესაბამისი კვლევები ან არ ტარდება იმ რაოდენობით და ხარისხით, რომ დააკმაყოფილოს მტკიცებითი მედიცინის სტანდარტები;
2. კვლევები ტარდება მაგრამ რეზულტატები შეგნებულად არ ქვეყნდება;
არც ერთი და არც მეორე „მიზეზი“ არ არის ჩემთვის მისაღები.”
კომენტარები