თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი რეზიდენტი, აკაკი ავალიანი:
„კოვიდ პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დაგვანახვა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სისუსტე. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მართლაც, რომ სავალალოა, ამ პატარა ქვეყნისთვის, ხშირად მისვამენ კითხვას თუ რა არის ასეთი მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი.
ახლა შევეცდები მოკლედ აგიხსნათ. ეს ნამდვილად არ ეხება ექიმების კომპეტენციას, ან იმას რომ რაიმეს არასწორად ვაკეთებთ და არასწორად ვმართავთ პაციენტებს. მთავარი მიზეზი ისევ ჯანდაცვის პირველი რგოლია, სუსტი პირველადი ჯანდაცვა განსაზღვრავს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტატუს, იქიდან გამომდინარე რომ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა (ზოგს სურვილი), რომ გეგმურად იარონ კვლევებზე და სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდნენ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ უამრავ პრობლემას ქმნის დღევანდელ სიტუაციაში, კლინიკაში მოხვედრილი პაციენტის კვლევა იწყება ნულიდან და გზადაგზა აღმოვაჩენთ, რომ უამრავი ქრონიკული დაავადების მატარებელია პაციენტი, რაც რა თქმა უნდა განსაზღვრას მკურნალობის მიმდინარეობს, ეს პრობლემა მხოლოდ კოვიდის დროს არ წარმოქმნილა, ჩვენს ქვეყანაში აქამდეც, როდესაც პაციენტს ექმნებოდა რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა პირდაპირ რეანიმაციაში ხვდებოდა მიზეზი კი ის იყო რომ არასოდეს ყოფილა ექიმთან, არ იცოდა მისი დაავადებების შესახებ რამაც ერთიანად გამოიწვია სავალალო შედეგი და პაციენტი მიიყვანა უმძიმეს მდგომარეობამდე.
ეს ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი მიზეზია თუ რატომ გვაქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, ამის გამოსასწორებლად კი დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა.
გამოსავალი:
1. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს კერძო დაზღვევა, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მხოლოდ ბავშვების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველების მკურნალობა.
2. გეგმურად უნდა ვიკეთოთ კვლევები, არ მიყვარს სიტყვა „სავალდებულოს“ გამოყენება, თუმცა 6 თვეში ერთხელ ნამდვილად სავალდებულო უნდა იყოს გამოკვლევების ჩატარება.
3. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჯანდაცვის პირველი რგოლის, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებაა, რისთვისაც არაერთი გზა არსებობს, ამ ეტაპზე არ დავკონკრეტდები თუმცა ამის განხილვაც შეიძლება”
კომენტარები