პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო ის ობიექტებიც ზარალდებიან, რომლებსაც მუშაობის ნებართვა აქვთ. სილამაზის სალონების ნაწილი იხურება, ამის შესახებ „რუსთავი 2“ წერს.
როგორც მფლობელები ამბობენ, პრობლემები მხოლოდ მსხვილ ობიექტებს არ ექმნებათ, საშუალო და წვრილი ბიზნესი დასაქმებულების ტრანსპორტირებას ვერ უზრუნველყოფს, თანამშრომლები კი, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, სამსახურში ვერ დადიან.
„ამ პირობებში აზრი არ აქვს. თანამშრომლებს სამსახურში მოსვლა და სახლში წასვლა ძალიან ძვირი უჯდებათ“ – აცხადებენ “რუსთავი 2”-თან სალონების მფლობელები.
მათი მთავარი მოთხოვნა ახლა შეღავათების დაწესებაა.
კომენტარები