დღეს, დღის პირველ ნახევარში 37 წლის მამაკაცმა ფოთის მერიაში თვითმკვლელობა სცადა და მუცლის არეში ორი ჭრილობა მიიყენა.
როგორც ფოთიდან, ოჯახის ახლობელმა შეგვატყობინა, 37 წლის მამაკაცი, რომელმაც ფოთის მერიის შენობაში თვითმკვლელობა სცადა, გიორგი ანთიძეა.
გიორგი ერთი ძმა ჰყავს, მშობლები არ ჰყავს. ძმებს ძალიან უჭირთ – სახლი ბანკმა გაუყიდათ და ამჯერად ნათესავმა შეიკედლა ისინი ერთ ოთახში დროებით.
ამ ყველაფერს თან დაერთო ისიც, რომ გიორგი ძმას ინსულტის აქვს და ამ მომენტში ზუგდიდის საავადმყოფოში წევს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც “ალიასთვის” გახდა ცნობილი, გიორგი ფოთის მერიას სთხოვდა ფართით დაკმაყოფილებას, ან ქირით გაყვანას, როგორც იპოთეკით დაზარალებული.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
“ალია” დაუკავშირდა ფოთის მერიასაც, სადაც გვითხრეს, რომ გიორგი ფართით დაკმაყოფილების შესახებ შეიტანა განცხადება 31 იანვარს, დღეს კი მივიდა სოციალურ განყოფილებაში განცხადების დასატოვებლად.
შემთხვევა მოხდა მეორე სართულზე ფოთის მერიის შენობის მეორე სართულზე.
ფოთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უარჰყოფს რაიმე სახის დაპირისპირების ფაქტს, თუმცა, ჩვენს კითხვაზე – იქცეოდა თუ არა გიორგი არაადეკვატურად – გვპასუხობს, რომ მისთვის არაადეკვატური ქცევა ან საუბარი არ შეუნიშნავთ.
ასევე დავსვით კითხვა – როგორ და რის საფუძველზე უნდა დააკმაყოფილოს მერიამ მოქალაქები ფართით – გვიპასუხეს, რომ შუამდგომლობას გაუწევენ მთავრობასთან.
ფოთის მერიაში გვითხრეს ისიც, რომ რეგიონებში, მერიას არ აქვს ვალდებულება, იპოთეკით დაზარალებულებს ქირა გადაუხადოს.
კომენტარები