ავსტრალიაში ხალხმა პრეზერვატივები მოიმარაგა მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზერვატივი თითებზე ჩამოცმის შემთხვევაში ხალხს კორონავირუსისგან დაიცავს.
„გთხოვთ, ვინმემ მითხარით რა მოხდა?“ – დაწერა ავსტრალიის მოქალაქე თანჰ თაიმ და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სიდნეის ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებული ფოტო.
ფოტოზე ჩანს Durex-ის პრეზერვატივებისგან დაცარიელებული დახლები. საზოგადოების ნაწილი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სრული სერიოზულობით მიუდგა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია.
გარდა ამისა, ავსტრალიის ბევრი სასურსათო მაღაზიის დახლები საკვები და ჰიგიენური პროდუქტებისგანაც დაცარიელდა. კორონავირუსთან დაკავშირებული პანიკის გამო ხალხი პროდუქტებს ინტენსიურად იმარაგებს.
წყარო: Dayli mail
კომენტარები