ბორჯომის ქარხნის მუშები იფიცებიან. ამის შესახებ პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა “ფეისბუქზე” იტყობინება:
“კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21 დღიანი მედიაცია მიმდინარეობდა, რომელიც მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა, რის შემდეგაც დასაქმებულები კანონიერ გაფიცვას იწყებენ. დასაქმებულები ღირსეულ შრომის პირობებისთვის ბრძოლას იწყებენ.
მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების ზრდას, დასვენებისა და შესვენების უფლების ქონასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება.
გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირია”
კომენტარები