დეპუტატი, რომან გოცირიძე:
“რატომ ჩაიშალა 7 აუქციონი და მხოლოდ მერვეზე იყიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ”ვისოლმა” განახევრებული ფასით? რატომ მოხდა იგივე რიყის დოქების პროვატიზებისას, რომელიც მუქთად ჩაიგდო ხელში რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ვინმე ხიდეშელმა. ეს ის ხიდეშელია, კარტოგრაფები ციხეში რომ ჩაასმევინა და რაჭის ტყეები რომ აჩუქეს. ნუთუ რვაჯერ გამოცხადებულ აუქციონზე ვინმეს არ მოუვიდა აზრად საზოგადოებრივი მაუწყებლის უნიკალური ადგილის ყიდვა? ვინ გაბედავდა ივანიშვილის ნებართვის გარეშე. ყველა აუქციონი არის წინასწარ შეთანხმებული. იცოდა კი უცხო და არათავისიანმა ინვესტორმა, რომ ამ შენობას და ტერიტორიას განვადებით, 2025 წლამდე გადახდით გაასხვისებდნენ? არც ამ დროში გადაიხდიან. შეთანხმებული იქნებიან, რომ გაუგრძელებენ, ისევე როგორც მსხვილი ტენდერებისას, როცა ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები იმარჯვებენ დაბალი ფასებით, იციან რა, რომ მერე წაუმატებენ. მაგალითად, ახალი სპორტის სასახლე უნდა აშენებულიყო 71 მილიონ ლარად, საბოლოოდ კი დაჯდა 96 მილიონი ლარი.
ცოტა დარჩა სახელმწიფო ქონება და მოსწრებაზე არიან, რომ თავისიანებს გადაულოცონ.”
შგეხსენებთ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა “ვისოლ ჯგუფმა” იყიდა. კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ მედიასთან ფაქტი თავად დაუდასტურა.
კომენტარები