შოუმენი ნიკა ქავთარაძე:
,,გახსოვდეთ, რომ თქვენი დაუდევრობით, თქვენი დაუფიქრებლობით დაწერილი კომენტარებით ადამიანებს კლავთ. კლავთ სწრაფად, კლავთ ნელა, კლავთ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
და თუ ადამიანობის მცირე დოზა მაინც შეგრჩათ, უარი თქვით ამ საქციელზე.
უარი თქვით ჭორების მიხედვით ადამიანების შეფასებაზე.
რაც თავად არ გინახავთ, რაშიც 100%_ით არ ხართ დარწმუნებულები, ნუ დააბრალებთ ნურავის, თუნდაც მას, ვინც გეზიზღებათ.
ისე, იმაზეც დაფიქრდით, გაქვთ კი რეალური მიზეზი, ვინმე გეზიზღებოდეთ?!
ნუ იქნებით ბოროტების, სიძულვილის გავრცელების აგენტი!
შეიძლება საჯარო პირებმა გაუძლონ ამ ყველაფერს, მაგრამ მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს, დედმამიშვილებს ნუ მოკლავთ!
წარმოიდგინეთ, რომ ერთმა საშინელმა პოსტმა, კომენტარმა ოჯახის წევრზე, ვინმეზე ისე მძაფრად იმოქმედოს, რომ თავი მოიკლას – გამწარებული ადამიანი ხო სიცოცხლის ბოლომდე შურის ძიების სურვილით სავსე დაგიწყებთ ძებნას.
რატომ იქცევით ასე?!
რატომ?!
?”
კომენტარები