ენმ-ს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა:
“რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოხვედით ინიციატივით ამნისტიის შესახებ, რომელიც ეხება კოვიდპერიოდში დაჯარიმებულ მოქალაქეებს, მე მაინტერესებს, რა დაგიშავათ ჩვენმა პატიოსანმა, კეთილსინდისიერმა და კანონმორჩილმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც, დაჯარიმების შემდეგ, ადგნენ, წავიდნენ, შესაძლოა ეს თანხა ისესხეს, რადგან ჯარიმები საკმაოდ სოლიდური იყო და გადაიხადეს? მაინტერესებს, რატომ ისჯება ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და კანონმორჩილება?”
შეგახსენებთ, 24 ივნისს, პრემიერი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოეხსნებათ. ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ, დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმას.
კომენტარები