მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
80 გარდაცვლილი !!!
ერთხელ მაინც თუ დაინტერესებულა ის გუნდი, რომელსაც კოვიდ-19 მართვა ევალება, რატომ კვდება საქართველოში გაცილებით მეტი ხალხი, ვიდრე სხვა ქვეყნებში?
ან რა კეთდება სხვა ქვეყნებში ისეთი, რაც არ კეთდება საქართველოში?როდემდე უნდა მოიტყუოს თავი მოსახლეობამ რომ საქართველო “მართავს” პანდემიას?
დანიის მოსახლეობა 5’820’900
სრულად აცრილია მოსახლეობის 76.58%
ბოლო 7 დღის განმავლობაში კოვიდ-19 ინფიცირებულია 25’125 ადამიანი
გარდაცვლილია 67
საქართველოს მოსახლეობა 3’729’600
სრულად აცრილია მოსახლეობის 26.68%
ბოლო 7 დღის განმავლობაში კოვიდ-19 ინფიცირებულია 26’461 ადამიანი
გარდაცვლილია 439.
კომენტარები