„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, მერია გაღარიბებული მოქალაქეების ზრუნვის ნაცვლად საჯარო ინფორმაციის მალვით ცდილობს პრობლემის მოგვარებას. ჭალიძის თქმით ათასობით ადამიანის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და ასევე გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურ საჭმელს საარსებოდ სასადილოებში ითხოვენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის ინფორმაციით ამჟამად უფასო სასადილოებს 41500-მდე ბენეფიციარი ჰყავს
„რატომ მალავს მერია უფასო სასადილოებით სარგებლობის მსურველთა რაოდენობას? მარტივია. იმის ნაცვლად რომ კიდევ უფრო გაღარიბებულ მოქალაქეებზე იზრუნონ, მალავენ საჯარო ინფორმაციას და ჰგონიათ პრობლემა გადაჭრეს. ფაქტია ათასობით ადამიანის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა რომლებიც ყოველდღიურ საჭმელს საარსებოდ სასადილოებში ითხოვენ და რიგში დგანან. მომლოდინეთა რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი და იმის ნაცვლად რომ კალაძემ დააკმაყოფილოს მოთხოვნა და მოქალაქეების შიმშილს ებრძოლოს, ძვირადღირებული ნაგვის ურნების ყურებით ტკბება. ცმობისთვის ამჟამად უფასო სასადილოებს 41500-მდე ბენეფიციარი ჰყავს. მეორე საკითხია საჭმლის ხარისხი ამ სასადილოებში მაგრამ, რაცაა ისიც კი სანატრელი გაუხდათ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს“ – წერს საკუთარ სოციალურ ქსელში თეონა ჭალიძე
კომენტარები