დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა.
65 წლის რუსუდან ტომარაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც კორონავირუსმა კიდევ უფრო დაამძიმა.
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, აცხადებს, რომ პაციენტი მკურნალობდა სახლში და მას უვლიდა, ასევე კოვიდით დაინფიცირებული და. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ იგი პირდად, ყოველ დღე კავშირში იყო პაციენტის ოჯახის წევრებთან.
“ალია” დაინტერესდა, რატომ მკურნალობდა ქალბატონი რუსუდან სახლში და კიდევ რამდენი ინფიცირებული მკურნალობს სახლის პირობებში საქართველოში. ჩვენ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ, გვიპასუხეს, რომ საქართველოში, ამ პაციენტის გარდა, კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი სახლის პირობებში არ მკურნალობს.
“ეს ქალბატონი, იყო მძიმედ ავად, და მიზანშეწონილი არ იყო მისი ტრანსპორტირება კლინიკაში. იყო იოლი ფორმა კოვიდ ინფექციის.
პაციენტს ქონდა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი და ოჯახის მოთხოვნით, პაციენტის რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გადიოდა მკურნალობას ბინაზე. უვლიდა მისი და. მკურნალობა ხდებოდა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ, უშუალოდ ვიყავი კომუნიკაციაში პაციენტის დასთან. კოვიდ ინფექცია მიმდინარეობდა მსუბუქ ფორმებში.
განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, რაც ახასიათებს ამგვარ მოტეხილობებს და რაც გახდა პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზი.
სხვა დანარჩენი, კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იმყოფება სახლში”
კომენტარები