რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს გაზპრომში განუცხადეს, რომ საქართველოსთვის იგივე ტარიფი შენარჩუნდება, რაც წინა წლებში მოქმედებდა.
საპირისპიროს აცხადებენ გაზპრომში – “საქართველოსთვის გაზის ფასი იგივეა, რაც ადრე წლიური საკონტრაქტო რაოდენობის 100%-იანი შესრულებისას. ამჯერად ეს ვალდებულებები, გაზსადენიდან საქართველოს საკონტრაქტო წილის შესახებ მკაცრად გაიწერა.”
ხელშეკრულება გაზპრომთან 21 მაისს გაფორმდა. ამავე დღეს ეკონომიკის სამინისტრომ ბუნებრივი აირის იმპორტის პროგნოზი განაახლა.
წელს რუსული გაზის იმპორტი იზრდება, ხოლო აზერბაიჯანულის – მცირდება. თავდაპირველად აზერბაიჯანიდან საქართველო 2,385 მილირდი კუბური მეტრის შესყიდვას გეგმავდა, საბოლოო ვერსიით კი მაჩვენებელი 2,347 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა.
რაც შეეხება რუსულ გაზს, თავდაპირველი ვერსიით საქართველო გაზპრომისგან 169 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესყიდვას გეგმავდა, ცვლილების შემდეგ ეს მაჩვენებელი 200 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ამასთანავე, კომერციულ საიდუმლოებად რჩება გაზის ფასი.
კომენტარები