ანი დვალიშვილი, ალია
ადრეც მოგახსენეთ, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა აუხდენელ ოცნებად რჩება და ხელისუფლება გამოსავალს ეძებს. ფიზიკურად გამორიცხულია, მხოლოდ შიდა ბრუნვით, ან ეროვნული ვალუტის კურსი შენარჩუნდეს და ინფლაცია არ დაიწყოს, ანდაც ეკონომიკური წინსვლა თუნდაც ფურცელზე დაიწეროს. ამიტომაცაა, უკვე რომ ალაპარაკდნენ „ნამოხვანჰესის“ პროექტის გაცოცხლებაზე (შეცვლილი ფორმითა და პირობებით) და საქართველოში კრიპტო-ვალუტის მიმართულების გაძლიერებაზე. კრიპტო-ვალუტას უდიდესი ოდენობის ელექტროენრგია სჭირდება და მცცირე თუ დიდი ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტი გახდა. კრიპტო-ვალუტა ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკის განვითარებისთვის და საქართველოსაც სწორედ ამ ხაზზე სურს ჩამოკიდება. რამდენად გამოვა ეს, ვერ გეტყვით და ვერც იმას გეტყვით, რა ხასიათზე დადგება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მაინერების ერთ-ერთი უდიდესი ფერმა აქვს (მსოფლიოს მასშტაბით) და მისი შემოსავლის ძირითადი წყარო ბოლო წლები სწორედ კრიპტო-ვალუტაა. ამ სფეროში ჩახედული ხალხი გვეუბნება, დენის ტარიფი გაიზრდება იმ და ისეთი გახდება, რომ დიდი თანხის გარეშე, კრიპტო-ვალუტაზე მუშაობა წამგებიანი იყოსო, ანუ, თავიდან, საინვესტიციო თანხა დაახლოებით მილიონი იქნება, რაც ბევრს ნამდვილად არ აქვს.
კომენტარები