პარლამენტის სხდომიდან გამოსულ კობახიძეს, ჟურნალისტები დახვდნენ და სანამ დერეფანი გაიარა, მას ერთ კითხვას უსვამდნენ:
-ერთპარტიულ პარლამენტში მუშაობას ბოლომდე შესძლებთ?
-არ იქნება ერთპარტიული
-დარწმუნებული ხართ?
-არ იქნება ერთპარტიული.
-რომ იყოს, მაინც გააგრძელებთ?
-არ იქნება ერთპარტიული
-რომ იყოს?
-არ იქნება
როგორც ხედავთ, ირაკლი კობახიძე, ვეღარ ამბობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი სრულფასოვნად იმუშავებს, ჯერ კიდევ გუშინ, ამბობდა, რომ “პათოლოგ” ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს არ გააგრძელებდა და პარლამენტი 90 წევრითაც მშვენივრად გაართმევდა თავს ამოცანას.
მართალია, ხელისუფლების დაპირება, მრავალპარტიული პარლამენტი იყო, მაგრამ, მაინც…
მას შემდეგ, რაც კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები, მას შემდეგ, რაც ითქვა, რა საფრთხეს შექმნიდა ქვეყნისთვის ერთპარტიული პარლამენტი, (პირდაპირ მიუთითეს ევროპარლამენტარებმა, რომ შეთანხმების გარეშე, ამ ფორმით არსებული ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსაც კი ვერ შეიტანს და სხვა), მას შემდეგ, რაც ელჩებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია და რაც მთავარია, მას შემდეგ, რაც რეალურად ერთპარტიული სხდომა მიიღო დღეს, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს პასუხი კითხვაზე – შესძლებს თუ არა ერთპარტიული პარლამენტი სრულფასოვნად მუშაობას და მხოლოდ ერთი პასუხი აქვს, არ იქნება ერთპარტიული, რაც იმის აღიარებად უნდა მივიღოთ, რომ მმართელ გუნდს მართლაც სასიცოცხლოდ ესაჭიროება ოპოზიციის შესვლა საკანონმდებლო ორგანოში, რადგან მას პასუხიც კი არ აქვს, რა შეიძლება მოხდეს, თუ პარლამენტი მართლაც ერთპარტიული იქნება…
ასეთი ცუდია, ერთპარტიული პარლამენტი, ბატონო ირაკლი, რომ გაფიქრებაც გზარავთ, რა მოხდება ასე რომ დარჩეს? ვარაუდიც კი გზარავთ? ხო, ამას გეუბნებოდით 1 ნოემბრიდან დღემდე “ალიაც”
კომენტარები