ცოტა ხნის წინ გავრცელდა საგანგაშო კადრები, ნაცემი ახალგაზრდის და ჟურნალისტი, ლევან თორია, რომელმაც ფოტოები გაავრცელა, წერდა: “მოდის პატრულის თანამშრომელი და სასტიკად სცემს, რკინის “დუბინკით”
პროკურატურა მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.
დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა.
126-ე მუხლის პირველი ნაწილი – ცემა ან სხვაგვარი ძალადობა (არაგამიზნული, არა განზრახ ჩადენილი) – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ!
სულ ესაა, ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა? – სერიოზულად? და რკინის ჯოხი თან ჰქონდა წაღებული, თუ იქ აიღო? რატომ ხართ დარწმუნებული რომ არ ჰქონდა წინასწარ განზზრახული ცემა?
კომენტარები