უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკი Bild–თან ინტერვიუში, რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრისას, ამბობს:
“მოლაპარაკებების პროცესი დღეს დააფიქსირებს დროებით ზავს და ომი არ დასრულდება. რუსეთის ფედერაცია ამას გამარჯვებად ჩათვლის და გააგრძელებს თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის ხელშეწყობას. ახლა ზავის დადება, ეს ნიშნავს ომის შემდეგ ეტაპს გარკვეული დროის შემდეგ.
თუ ომი არ დასრულდება, ეს იქნება ნაცრისფერი ზონა, რომელიც იზრდება და რომელიც მუდმივად ზეწოლას მოახდენს ევროპაზე. ევროპა იძულებული იქნება მუდმივად გაიღოს დიდი თანხები, რათა როგორმე შეინარჩუნოს ეს ტერიტორია სიცოცხლისუნარიან მდგომარეობაში. ეს წამგებიანია ევროპისთვის.”
კომენტარები