პოლიტიკოსი, ლევან გოგიჩაიშვილი, “პალიტრანიუსის” ეთერში, ამბობს:
“ქართულ ოცნებას, თითი თითზე არ დაუკარებია იმისთვის, რომ გია ლორთქიფანიძე ამ ქვეყანაში ჩამოეყვანა. რამდენჯერ არის თქვენი აზრით საქართელოს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც უშუალოდ ეხება ექსტრადიციის საკითხი, ან საქართველოს გენერალური პროკურორი, ჩასული უკრაინაში ამ საკითხზე სასაუბროდ? – არც ერთხელ.
ოცნების რამდენი წარმომადგენელი გინახავთ თქვენ უკარინულთ ეთერებში ამ თემასთან დაკავშირებით ესაუბროს? გახსენდებათ რომელიმე ეთერი? ინტერვიუ გახსენდებათ სადმე?
როდესაც უმრავლესობაში ვიყავით, ვერ გავარკვიეთ საკითხი, მოდი, რა ჩავიდეთ, დაველაპარაკოთ. ერთადერთი კაცი, გიორგი მოსიძე მუშაობდა უკრაინის თემაზე და იმასაც ყველანაირად ხელს უშლიდნენ, რომ ეარა იქეთ-აქეთ. მე მახსოვს, როდესაც სააკაშვილი განიხილებოდა ვიცე პრემიერად, რადაში იყო დაბარებული, მაშინ რამოდენიმე ადამიანმა ვიფაფხურეთ და შესაბამისი შედეგიც დადგა – ჩვენ გავაკეთეთ ეს, თუ უკრაინელებს არ უნდოდათ, ეს მეორე საკითხია, მე მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინელებს არ უნდოდათ, ზელენსკის საერთოდ არ აინტერესებს სააკაშვილი, რატომ ტენის ზელენსკის მთავრობას ქართული ოცნება სააკაშვილს, მე ვერ ვხვდები, რატომ გახლიჩეს ეს ურთიერთობა?”
უკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად – წულუკიანი
კომენტარები