„კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს ტოვებს.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ჩარკვიანი ამბობს:
„ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად მოხდება, როცა ასე განსხვავებული პოზიციებია. მოდით ასე ვთქვათ, 98 პროცენტით ასეა. ვინც ხელს აწერს ამ დოკუმენტს, ყველას ეხება ჩემი დამოკიდებულება.
98 პროცენტით ვტოვებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ გიორგი ამ ფორმით ხელს არ მოაწერს. მაინც არ მემეტება ასეთი შეცდომისთვის, აღნიშნული დოკუმენტით ვერ გვარდება ვერც მართლმსაჯულების პრობლემები და ვერც საარჩევნო საკითხები.”
კომენტარები