როცა “ალიამ” დაწერა ლაშა ნაცვლიშვილი მთლიანად ჩამოშორდება “ოცნებასო”, აპროტესტებდნენ, თუმცა, ოღტვენახევრის შემდეგ, დღეს, “ოცნების” წევრების მესიჯბოქსი ასეთია: “პარტიაში იყო PR-ის კონსულტანტი, იცით, რომ აღარ არის, შესაბამისად არანაირი კავშირი აღარ აქვს პარტიასთან და “ქართულ ოცნებასთან”. თან რომ ჰგონიათ კარგს ამბობენ, ამდენი წლის მერე, კავშირი აღარ აქვს “ოცნებასთანო”, როცა გვიმტკიცებენ. ასე თუ ორთქლდება გუნდიდან ხალხი და ფაქტია, ორთქლდება, ვერ არის იგივე გუნდისთვის კარგის ნიშანი.
დღეს ბევრ მიზეზს ასახელებენ, რატომ დატოვა ლაშა ნაცვლიშვილმა ჯერ პარტია, მერე ტელევიზია და ბოლოს ქვეყანა, მაგრამ “ალიას” სხვა ინფორმაცია აქვს. იმასაც ორთვენახევრის წინ გიყვებოდით, რომ ვასილ მაღლაფერიძე ვერ ჩაანაცვლებდა ლაშა ნაცვლიშვილს…
გიორგი ჯავახაძე, ალია
სახელისუფლებო სანახაობა, წელს ყველაზე მოთხოვნადი იქნება.
უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ჩააჩოჩა კობახიძემ, რომ თითქოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოულოდნელად გადაწყდა, რომ ლაშა ნაცვლიშვილს პოლიტსაბჭოს წევრად არ აირჩევდნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ჩააჩოჩოს კობახიძემ? ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ივანიშვილთან წლების მანძილზე და რომელიც არათუ იღებდა დირექტივებს, არამედ, გასცემდა დირექტივებს და მთავარ მესიჯებს? კობახიძემ კი არ ჩააჩოჩა სინამდვილეში ლაშა ნაცვლიშვილი, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ლაშა ნაცვლიშვილს ივანიშვილმა ქოლგა გამოაცალა თავს ზემოთ და ფეხქვეშ გაფენილი ხალიჩიდან წამოაგდო – საქმე, რა თქმა უნდა არ არის პრინციპებში, საქმე ფულშია, კერძოდ რამდენიმე მილიონში, რომელიც არ მივიდა იქ, სადაც უნდა მისულიყო, მილიონებში, რომელსაც ის საქმე უნდა გაეკეთებია, რომელიც არ გაკეთდა. ტროლების და ბოტების ქარხანიდან ის კვამლი არ გამოვიდა, რომელიც უნდა გამოსულიყოო… ამიტომ, ლაშა ნაცვლიშვილი დაისჯება და მას მიჰყვება „პოსტ ტვ“, რომელმაც, შესაძლოა, როგორც ტელევიზიამ, არსებობა ვეღარ გააგრძელოს და დიდი „იმედის“ პატარა დამატებად, დიდი „იმედის“ ყველაზე პატარა სტუდიაში შეყუჟული ვიხილოთო, გვიყვება „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო.
მედიაში იმასაც ამბობენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილის ჩანაცვლება კობახიძეს ვასილ მაღლაფერიძით სურს, მაგრამ ლაშა ნაცვლიშვილი რომ ჩაანაცვლო რამდენიმე ვასიკო გჭირდება, ერთი ვასიკოთი ვერ ჩაანაცვლებ, ლაშა ყველაფრის საქმის კურსში იყო, ზეპირად იცოდა ყველა რეგიონში ბიზნესინტერესები, ტენდერები, ზეპირად იცოდა ყველას საყვარელი, ყველას „ატკატი“. ლაშა, ღამით რომ გაგეღვიძებინა, უცებ ჩამოგირაკრაკებდა, მეორე დღის მთავარ მესიჯს და ვასიკო ჯერ პატარაა, ვასიკო ჯერ უნდა გაიზარდოს. ამ მომენტისთვის, გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცით, ვისით ჩაანაცვლებენ ლაშა ნაცვლიშვილს, თუმცა, სახელისუფლებო გუნდში კულუარულად საუბრობენ იმაზე, რომ მართლაც გადაანაწილონ მისი ფუნქციები რამდენიმე ადამიანზე, მაგალითად, რეგიონები სრულად გადააბარონ დიმიტრი სამხარაძეს, რომელიც გასული 4 წელი, ნაცვლიშვილის ასე ვთქვათ, ყური და თვალი იყო რეგინებში. აი, ვის ჩაბარდება მესიჯბოქსი, მაგას ადვილად მივხვდებით, ბლუკუნის მიხედვით…
სხვათა შორის, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლაშა ნაცვლიშვილს შვეიცარიაში აქვს 1.300.000-ად ნაყიდი სახლი.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ლაშა ნაცვლიშვილის შვეიცარიაში გადაბარგების პირველი შემთხვევა – 2013 წელს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი თანამდებობიდან გადადგა და შვეიცარიას მაშინაც მიაშურა, მაშინაც გამოვარდა ხმა, რომ თან 100 მილიონი გაიყოლა.
„სხვათაშორის, თავის დროზე, როდესაც ივანიშვილს მოუყვნენ, თუ რატომ იყო ლაშა ნაცვლიშვილი შვეიცარიაში გაქცეული და როგორ მოიპარა მან 100 მილიონი გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეობის დროს, მაშინ ბიძინას გაუკვირდა – უი მართლაო?! -დავსჯი მე მაგასო! და იცით რა საინტერესოა, როგორ დასაჯა? – ცოტა ხანი მასთან სახლში სტუმრობა აუკრძალა. მას შემდეგ რაც მისი სახლში შეშვება დაიწყო, უარესად არაადეკვატური გახდა ივანიშვილი“, – განაცხადა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა მედიასთან 2018 წელს.
კომენტარები