ექიმი, ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი:
“რატომ წარმოადგენს მასიური ვაქცინაცია პანდემიის მიმდინარეობის დროს პოპულაციურ დონეზე უდიდეს საფრთხეს?
ვადევნებ რა კომენტარებს თვალს (არ ვგულისხმობ ეგზალტირებული ტროლების შემოსევას რა თქმა უნდა), მათ შორის რამდენიმე ადამიანისას რომელთა აზრს ყოველთვის ვუწევდი და მომავალშიც გავუწევ ანგარიშს მიუხედავად აზრთა სხვაობისა (რაც სრულიად ნორმალურია და ჩვენც მხოლოდ მაგისთვის ვიბრძვით), სულ უფრო ვრწმუნდები რომ იმდენად ძლიერია პროპაგანდა, მათაც კი მოსდით მარტივი შეცდომები, მაგალითად იმ საკითხში თუ რა იწვევს ვაქცინის მიმართ მზარდ რეზისტენტობას. ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავერკვეთ საით მიდის პანდემიასთან „ბრძოლა“.
მილიარდობით ადამიანის მასიური ვაქცინაცია, მიუხედავად მათი რისკებისა კოვიდის მიმართ, იმ დროს როდესაც სრულ ძალაშია შესული ვირუსის პანდემიური გავრცელება – არის უდიდესი შეცდომა. ეს სტრატეგია იწვევს გარდაუვალი ვაქცინა-რეზისტენტული და სუპერგავრცელებადი ვირუსის შტამის გენერირებას. ოპონენტები აპელირებენ იმ ფაქტზე, რომ შედარებით ადრინდელ ჩატარებულ კვლევებში (ძირითადად ვუჰანის ვირუსის შტამზე) არვაქცინირებულ ადამიანებში გაცილებით მეტი რაოდენობის მუტირებული ვირუსი ყალიბდება ვიდრე აცრილებში, რაც ბუნებრივია, რადგან ვუჰანის ვირუსის მიმართ ამ ვაქცინას გააჩნდა საგრძნობი ეფექტი და თრგუნავდა ვირუსის გამრავლებას არავაქცინირებულთან შედარებით, თუმცა დათრგუნვა რა თქმა უნდა არც მაშინ იყო (სწორედ ეს არის მჟონავი ვაქცინების მთავარი პრობლემა სრულად მასტერილიზირებელ ვაქცინებთან შედარებით მაგალითად წითელას ვაქცინასთან შედარებით). ამ ფაქტზე აპელირებით, ბევრი ადამიანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ რეზისტენტობა მოდის არავაქცინირებული ხალხისგან რომლებიც წარმოქმნიან უფრო მეტ მუტაციებს და ვირუსის ვარიანტებს. დავიწყოთ იმით, რომ რაც ჭეშმარიტება იყო ვუჰანის შტამთან მიმართებით, სრულიად არარელივანტური ხდება დელტა შტამის მიმართ, რადგან როგორც წინა პოსტებში ავხსენით, თავად NIH და CDC -ის დირექტორებმა დაადასტურეს, რომ ვაქცინირებულიც და არავაქცინირებულიც ერთნაირი კონცენტრაციით ატარებენ და გასცემენ სხვა ადამიანებს დელტა შტამს. მაგრამ მთავარი საკითხი არის არა ის თუ ვისთან უფრო მეტი კონცენტრაციით წარმოიქმნება მუტაციები (ისევ ვიმეორებ ამჟამად ეს უკვე გათანაბრებულია ვაქცინირებულებსა და არავაქცინირებულებს შორის), არამედ ის თუ რა იწვევს სელექციას აუარებელი რენდომული მუტაციებიდან, სწორედ იმ მუტაციების რომლებიც განსაზღვრავენ ვაქცინის მიმართ რეზისტენტობას. ევოლუციის მთავარი და ფუნდამენტალური კანონის მიხედვით, გადარჩევა და სელექცია კონკრეტული მახასიათებელის, ხდება სწორედ ევოლუციური წნეხის მიერ, რომელიც გამოწვეულია რომელიმე კონკრეტული ფაქტორით. ბიოლოგიური სპეციალური განათლების არმქონე მკითხველისათვის მოვიყვანთ მარტივ სასკოლო მაგალითს: კალია რომელიც ბუნებრივად გავს ფოთოლს ფორმითა და ფერით, გაცილებით მეტი ალბათობით გადარჩება, ვიდრე კალია რომელიც კონტრასტირებს გარემოს ფონთან მიმართებაში, რადგან ფრინველი (რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ევოლუციურ წნეხს) ჭამს ადვილად ამოსაცნობ მწერს და გვერდს უვლის გარემოსთან კარგად შეგუებულს. ეს პრინციპი იყო უკამათო და შეუხებელი თითქმის 150 წლის განმავლობაში, სანამ არ დაიწყო კოვიდის ვაქცინაცია, როდესაც მოულოდნელად ბუნების კანონებმა „იცვალეს ძალა“, და ეხლა სელექციას იწვევს არა ევოლუციური წნეხი, არამედ რენდომული მუტაციები. ეს რომ ასე იყოს, კვლავ მარტივად რომ ავხსნათ – კალია იქნებოდა არა მწვანე, არამედ წარმოდგენილი იქნებოდა ცისარტყელას ფერთა მთელი გამით. იმისათვის რომ პროპაგანდის ყველა კაპრიზი დაკმაყოფილდეს, ჩვენ არ უნდა ვეცადოთ რომ ევოლუციური ბიოლოგიის საკვანძო საკითხები დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ.
პანდემიის შუაგულში, ასობით მილიონი ადამიანია ერთდროულად ინფიცირებული და თითოეულ ადამიანში, კვლევების მიხედვით, ვირუსი დაახლოებით ასი ათასი მუტირებული ვარიანტით არის წარმოდგენილი. ასეთ პირობებში მასიური აცრა მჟონვადი ვაქცინებით, განსაკუთრებით ვიწრო, სპაიკ პროტეინ სპეციფიური ვაქცინებით, გარდაუვლად და ძალიან სწრაფად იწვევს სპაიკ პროტეინის რეცეპტორთან ბმადი დომეინის მიმართ რეზისტენტობას, რაც უცილობლად უნდა დასრულდეს ვაქცინის მიმართ სრული რეზისტენტობით. ამ კონკრეტულ საკითხში პროგნოზირება შეგვიძლია ასი პროცენტით, ყოველგვარი სხვა ალტერნატიული ვარიანტების გარეშე.
მეორე არგუმენტი, რასაც იშველიებენ ხოლმე ხშირად რეზისტენტობის წარმოშობასთან დაკავშირებით, არის ის ფაქტი, რომ დელტა ვირუსი წარმოიშვა ინდოეთში, სადაც არ იყო მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებელი. ჯერ ერთი, რომ ამ თვალსაზრისით არსებობს ძალიან სარწმუნო შეფასებები, რომ ევოლუციური სელექციის პროცესი იწყება დაახლოებით 15 %-იანი ვაქცინაციის მაჩვენებლის დროს და დელტა ვირუსის დაფიქსირებისას ინდოეთს გააჩნდა დაახლოებით 10-12% იანი ვაქცინაციის მაჩვენებელი. მაგრამ ინდოეთის შემთხვევაში ეს ცხადია, რომ არ იყო წამყვანი ფაქტორი. ვაქცინასთან ერთად არსებობს რეზისტენტობის გენერირების მეორე მექანიზმი: ბავშვების და ჯანმრთელი ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი, ინფექციას არ იგერიებს სპეციფიური იმუნიტეტით (მაგალითად სპეციფიური ანტისხეულები და T ციტოტოქსიური უჯრედები) არამედ არასპეციფიური, თანდაყოლილი იმუნიტეტის საშუალებით, როგორებიცაა ინფექციამდე არსებული მულტიპოტენტური ნატურალური ანტისხეულები და ნატურალური კილერები (ამ საკითხს სხვა პოსტებში უფრო დეტალურად შევეხებით, როდესაც გვექნება საუბარი ბავშვებში იმუნიზაციის გამოუსწორებელ საფრთხეებზე). ნატურალური ანტისხეულები ვირუსის შესვლისთანავე ანეიტრალიზებენ ვირუსს, მათ არ აქვთ სპეციფიური ანტიგენის ამოცნობის უნარი, არამედ ამოიცნობენ უცხო აგენტის პატერნებს (ე.წ. ანტიგენების მოტივებს). მარტივად რომ ვთქვათ სპეციფიური ანტისხეულები შეგვიძლია შევადაროთ ავტომატური იარაღით შეიარაღებულ სპეც-დანიშნულების რაზმს, რომელიც ეფექტურად კლავს მტერს, მაგრამ მხოლოდ ფოტორობოტით ამოცნობილ თავდამსხმელს და თან ეს რაზმი უნდა გამოიძახოთ და ადგილზე მოსვლას 1-2 კვირა სჭირდება. ხოლო ნატურალური ანტისხეული – მოხალისეთა ჯგუფს, რომელიც შეიარაღებულია სანადირო თოფებით, კარგად ვერ ცნობენ ვინ უნდა მოკლან და ესვრიან ყველას ვინც კი გადმოლახავს მათ საზღვარს. სამაგიეროდ ისინი ყოველთვის ადგილზე არიან საზღვრის სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ ბავშვების და ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ისე გადაიტანს ვირუსის შემოტევას, რომ არც სიმპტომები ფიქსირდება და არც ეფექტური სპეციფიური ანტისხეული. მაგრამ არასპეციფიური იმუნური პასუხის დროს, აგრეთვე გამომუშავდება მოკლე ვადიანი, დაახლოებით 4-6 კვირიანი, ნაკლებ ეფექტური სპეციფიური ანტისხეულ, რომელთა ნამდვილი ფუნქცია დღემდე უცნობია. ეს პასუხი არ წარმოადგენს კლასიკური სპეციფიური (ანამნესტური) იმუნური პასუხის ნაწილს და არ აწარმოებს მახსოვრობის B უჯრედებს, ასე რომ ვირუსის შემდეგი შემოჭრისას არ ხდება ანამნესტური (იმუნური მეხსიერებით განპირობებული) პასუხის გენერირება. რაც ყველაზე საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანტისხეულები საკმაოდ არაეფექტურები არიან ვირუსთან ბრძოლაში და ვერ ანეიტრალებენ ვირუსს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ანტიგენების მიმართ აფინირება (ანუ მიერთების უნარი) აქვთ უფრო მაღალი ვიდრე არასპეციფიურ – ნატურალურ ანტისხეულებს, ისინი არ აძლევენ მათ საშუალებას რომ შებოჭონ ვირუსი და თრგუნავენ დროებით არასპეციფიურ იმუნიტეტს, (სანამ არ ხდება მათი ელიმინაცია 4-6 კვირაში) თუმცა ვერ აღწევენ მანეიტრალიზირებელ ანტივირუსულ ეფექტს. ასე რომ ახალგაზრდა პოპულაციის ძალიან დიდი ნაწილი, მოგერიებული ინფექციიდან მოკლე ვადიან პერსპექტივაში, იმუნურად დაუცველები ხდებიან და თან ატარებენ ევოლუციური წნეხის უნარს.
როდესაც საქმე გვაქვს მასიურ ეპიდემიურ პიკთან, ისეთ გარემოში სადაც არის მოსახლეობის უკიდურესად მჭიდრო დასახლებები, დაბალი სანიტარული პირობებით და არ არის მკაცრი, ინფექციური კონტროლის კუთხით დაწესებული შეზღუდვები, ინფექციური წნეხი მკვეთრად იზრდება და იზრდება ერთი და იგივე ადამიანის რამოდენიმეჯერ ექსპოზიციის შესაძლებლობა. ასეთ ვითარებაში იქმნება მოვლენების თანხვედრა, როდესაც ზემოთ აღწერილი, ნაკლებ ეფექტური და კლებადი ტიტრით არსებული ანტისხეულის ფონზე, ხდება ვირუსის განმეორებით შეჭრა და ვეღარ აწყდება რა ნატურალური ანტისხეულების წინააღმდეგობას, ამჯერად იწვევს უკვე სიმპტომურ ინფექციას. შედეგად ვიღებთ მასიურ დაინფიცირებას არაეფექტური, სპაიკ სპეციფიური ანტისხეულების ფონზე, რაც იწვევს რეზისტენტობის განვითარებას.
მაშასადამე, როგორც განვიხილეთ, ვირუსის სპაიკ პროტეინის მიმართ რეზისტენტობის გენერირება, შეიძლება მოხდეს როგორც ვაქცინირებულში ისე არავაქცინირებულებში, ოღონდ არავაქცინირებულებში ტიპიურად ხდება ზემოთ აღწერილ პირობებში.
მაგრამ რეზისტენტული შტამის გენერირება საკმარისი არ არის, რადგან ასეთი შტამი სულაც არ არის აუცილებელი რომ იყოს გარემოსთან მაინც და მაინც ყველაზე შეგუებული შტამი, რადგან ინფექციის ბუნებრივად გადატანილებში, იმუნიტეტი იმდენად მრავალწახნაგაა (მრავალი ეპიტოპის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულები, ძლიერი ინტერფერონული პასუხი და ძლიერი, მრავალწახნაგა T კილერული პასუხი.) ასეთი გარემო, რაღა თქმა უნდა საბოლოო ჯამში არ აძლევს სპაიკ ცილის მიმართ რეზისტენტულ შტამს განსაკუთრებულ უპირატესობას სხვა ვარიანტებთან კონკურენციის მიმართულებით და შესაბამისად, დროთა განმავლობაში მათი დახვეწა სპაიკ პროტეინის მიმართ რეზისტენტობის კუთხით ნაკლებადაა მოსალოდნელი და ასეთ შემთხვევაშიც კი განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს ბუნებრივი გზით განვითარებული პოპულაციური იმუნიტეტისათვის.
მაგრამ სწორედ აქ ირთვება მთავარი ფაქტორი – მასიური ვაქცინაქცია. ეს უკანასკნელი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უყალიბებს მხოლოდ სპაიკ სპეციფიურ, ძირითადად ანტისხეულით გამოწვეულ იმუნიტეტს. ბოლო კვლევების მიხედვით ვაქცინა საერთოდ არ იწვევს ინტერფერონულ პასუხს და მინიმალურად იწვევს კონალურ (ანუ სპეციფიურად მოქმედ) აქტივაციას T უჯრედოვანი მიმართულებით (რაც არის სწორედ მნიშვნელოვანი და არა უბრალოდ ლაბორატორიულად დაფიქსირებული ზოგადი T უჯრედოვანი აქტივაცია). ასეთი მკაცრი, უნივერსალური და უნიფორმული ძლიერი სელექტიური წნეხი, მჟონვადი ვაქცინით, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის რომ გარდაუვლად მოხდეს ვაქცინის მიმართ შემდგომი რეზისტენტობის გენერირება, და ნახევრად რეზისტენტულ შტამებს უბიძგებს სრული რეზისტენტობისკენ.
სრული რეზისტენტობის ჩამოყალიბება არის მხოლოდ დროის ამბავი. ზუსტად პროგნოზირება რაღა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა ყველაზე სავარაუდოდ 6-9 თვის პერსპექტივაში საკმაოდ რეალურია. სრულად რეზისტენტული შტამი პრაქტიკულად დაუცველ აცრილ პოპულაციაში გამოიწვევს მძლავრ ეპიდემიურ ტალღას, რასაც ბონუსად მაღალი ალბათობით მოყვება ანტისხეულით გაძლიერებული დაავადებაც (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების განვითარების პროგნოზირება ბოლომდე შეუძლებელია, თუმცა ალბათობა ძალიან მაღალია, გამომდინარე 2003 და 2012 წლების კორონავირუსების გამოცდილებიდან).
აქვე შევეხები ძალიან სუსტ არგუმენტს, რომელიც ამ დღეებში ცირკულირებს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება უკვე გამოვლინდებოდა რადგან მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილი უკვე აცრილია. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ასე არის, რადგან ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება ძირითადად გამოვლინდება, როდესაც მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად დაიწევს, რასაც დელტა შტამთან მიმართებაში დაახლოებით 6-9 თვე სჭირდება, ან მაშინ როდესაც გამოჩნდება სრულად რეზისტენტული შტამი (და ამ პროცესის გარდაუვალობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ) რა შემთხვევაშიც ტიტრს უბრალოდ არ ექნება მნიშვნელობა. სწორედ ეს არის ნამდვილი (არა გაცხადებული) მიზეზი, თუ რატომ გადაცრა ისრაელმა მესამედ მოსახლეობის თითქმის მესამედი (ძირითადად მოხუცი პოპულაცია, რომელიც იყო აცრილი იანვარ-თებერვალში) და ბუსტერით გადაცრის პროცესი იყო გაცილებით სწრაფი, ვიდრე პირველი აცრა – რადგან თავიდან აეცილებინათ ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების შესაძლებლობა. იგივეა სინამდვილეში ის მიზეზი, რის გამოც ამერიკა სასწრაფოდ იწყებს 3 ბუსტერით აცრას (და მსჯელობა მიდის თუ რომელი თვიდან იქნება ბუსტერი აუცილებელი, განიხილება 5-8 თვის დიაპაზონი). რა თქმა უნდა ჯერ ჯერობით ოფიციალურად ამას არავინ იტყვის. 3-ე ბუსტერი ამ ეტაპისთვის მაგ პრობლემას დიდ წილად მოაგვარებს, რადგან დელტა მხოლოდ ნაწილობრივ არის ვაქცინის მიმართ რეზისტენტული და ტიტრის აწევა ამ ეტაპზე შეანელებს პროცესს. მაგრამ როდესაც ვიხილავთ სრულად რეზისტენტულ შტამს, არანაირი ბუსტერი მაგ საქმეს აღარ უშველის.
თუ რატომ იქნება შემდგომში რეზისტენტული შტამით გამოწვეული ინეფქციების მართვა ბუსტერით შეუძლებელი, ამაზე შემდეგ პოსტებში ვისაუბრებთ. მანამდე შეგიძლიათ დაინტერესებულ პუბლიკას გადაიკითხოთ რას წარმოადგენს იმუნოლოგიის და ვაქცინოლოგიის ერთ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი – „original antigenic sin” – პირველადი ან პირველყოფილი ანტიგენური ცოდვა – მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ძალიან მისტიურად ჟღერს, მას მისტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, არის ძალიან საინტერესო და ვაქცინების ეფექტურობის კუთხით უკიდურესად მნიშვნელოვანი კონცეფცია.”
კომენტარები