ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა უჩივის. კაჭარავას ადვოკატები ამბობენ, რომ ბიზნესმენსა და ქართველ ჩოგბურთელს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, კარიერის დასაწყისში ინვესტირების სანაცვლოდ, ბასილაშვილს მიღებული ჰონორარიდან პროცენტი კაჭარავასთვის უნდა გადაეხადა.
კაჭარავას ადვოკატი, მარიკა არევაძე:
მან მოახდინა ფულის ინვესირება, ბასილაშვილს და მას შორის იყო გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ნიკოლოზის დაფინანსებას უზრუნველყოფდა ირაკლი, სანაცვლოდ 50-ეულში მოხვედრის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან უნდა მომხდარიყო მისი საპრიზო და საჰონორარო თანხიდან პროცენტის გადახდა უკან ინვესტორისათვის, 2017 წლიდან დადგა მომენტი როცა მას უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, თუმცა მან არ შეასრულა. შესაბამისად იძულებული გახდა ირაკლი კაჭარავა, რომ მისი ინტერესების დასაცავად მიემართა სასამართლოსთვის”, – ამბობს ადვოკატი მარიკა არევაძე.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე კომენტარს ოჯახი არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სხვა დავაც მიმდინარეობს. ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე უჩივის და მას ძალადობაში ადანაშაულებს.
კომენტარები