პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” IRI კვლევის შედეგებზე საუბრობს:
“საველე სამუშაოები კვლევასთან დაკავშიორებით, ჩატარდა თენახევრის წინ, ამ თვენახევარში ბევრი რამ მოხდა, რასაც შეეძლო სისტემურად შეეცვალა, პოლიტიკურ ნაწილში, ბევრი პარამეტრი, გამომდინარე იქედან, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი, გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, მელია დააპატიმრეს, სერიოზული ინფლაციური ნახტომი მოხდა, მათ შორის ლარის ვარდნასთან დაკავშირებით, ჩაშლილი მოლაპარაკებები, რისი პოზიტიურად გადაწყვეტის იმედი ჯერ კიდევ ჰქონდა ქართულ საზოგადოებას და ა.შ.
რისი თქმა შეგვიძლია მაინც ამ ყველაფრიდნა გამომდინარე – იქ იყო ნდობის რეიტინგი და მე საერთოდ მიკვირს ასეთ კვლევებში რატომ ფიგურირებს პატრიარქი, ამ რეიტინგებში ჩემი აზრით, ის არ უნდა იზომებოდეს. რაც შეეხება გახარიას – გახარია თავიდანაა გასაზომი, მე ვფიქრობ, გამომდინარე იქედან, რომ ის დღეს პრემიერ-მინისტრი არ არის და სერიოზულ ცვლილებებთან გვექნება საქმე, რა მიმართულებით და რამდენად – მე ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბაქრაძის ფენომენი უცვლელია და ეს უკავშირდება სავარაუდოდ იმას, რომ მას არა აქვს უარყოფითი რეიტინგი და შესაბამისად ოპოზიციის მხრიდან ნაკლებად იწვევს გაღიზიანებას და მუდმივად სახელდება, ესეთ შედეგს ვიღებთ. არ არის გაზომილი ღარიბაშვილი და არაფრის თქმა არ შეგვიძლია. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, აქ იმდენად მნიშვნელოვანი პოზიტიური კი არა, ნეგატიური რეიტინგებია და ნეგატიური ამ ორ პოლუსს აქვს ძალიან მაღალი (ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება მაქვს მხედველობაში). ოპოზიცია ამ თენახევარში ვერაფერს გაიუმჯობესებდა, მაგრამ ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაკარგავდა, გამომდინარე იქედან, რომ მათი ლიდერი, ავტორიტეტი წავიდა, დღეს უავტორიტეტო პრემიერი გვყავს, გარდა ამისა დაემატა სხვა პრობლემები და უფსკრული ამომრჩეველსა და პოლიტიკურ ელიტას შორის გაიზრდებოდა. ამ ყველაფერს სჭირდება თავიდან გაზომვა, ტრადიციულად რჩება მთავარი პრიორიტეტები, საზოგადოების უმუშევრობა, სოციალური სფერო და ა.შ. მნიშვნელოვანია განწყობები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით და აქაც ძალიან კარგად ჩანს საზოგადოების პოლარიზაცია, შუაზეა ქვეყანა გახლეჩილი, ნახევარს უნდა და ნახევარს არ უნდა. ბოიკოტის რეჟიმი არ მოსწონს საზოგადოებას ძირითადად და ესეც კანონზომიერია, ისინიც კი, ვისაც ხელისუფლება ძალიან არ უნდა, ამ ფორმას, ამ აგრესიულ ფორმას, ძალიან ბუნდოვანი განვითარებით, არ ეთანხმება და ჩემი აზრით, ოპოზიციამ ეს თავისი ტაქტიკის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს. ტენდენციები ძირითადად სწორად არის ასახული, უბრალოდ, კვლევის დროს სერიოზული რყევები მოხდა და მკვლევარის ბრალი არ არის. მე ვფიქრობ, კვლევა თავიდანაა ჩასატარებელი, უკვე ახალი მოცემულობით და საინტერესო იქნება დღეს სად ვართ, რა მდგომარეობაში ვართ და იმედია, ამას ვიღაცა გვეტყვის შესაბამისი კვლევის საფუძველზე.
კომენტარები