„ყველაფერი შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი და სხვა ყველაფერი შეიძლება“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების გამოჩენასთან დაკავშირებით.
ამასთან, კითხვას – შეიძლება თუ არა, რომ არჩევნების პერიოდისთვის ის აღარ იყოს პრემიერი, გიორგი გახარიამ შემდეგი პასუხი გასცა:
„რა მნიშვნელობა აქვს, მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ. ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილები“.
“ალია” – როგორც ჩანს, ბევრს პრემიერის ნათქვამიდან გამორჩა მნიშვნელოვანი სიტყვა – ახალი! და მიიღეს ისე, რომ თითქოს, პრემიერი აღარ იქნება “ოცნების” სახე.
ხო, პრემიერი “ოცნების” ახალი სახე ვეღარ იქნება, რადგან იგი უკვე არის “ოცნების” სახე.
როგორ უნდა შენიღბო გიორგი გახარია, რომ ამდენი წლის მერე, ახალ სახედ მოავლინო?
კომენტარები