პარლამენტის თვამჯდომარე ირწმუნება, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი პენიტენციური დაწესებულება არ არის და იქ შესვლის ნებართვაზე წერილობით კლინიკას ვერ მიმართავს.
ვინ უნდა გასცეს დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა, პასუხი არც თავდაცვის სამინისტროში აქვთ.
სწორედ ამ მიზეზით უკვე მეოთხე დღეა, მესამე პრეზიდენტთან შესვლას ვერ ახერხებს მისი თანაგუნდელი, აკო მინაშვილი, რომელიც მედიასთან ამბობს:
“ძალიან სამარცხვინო სიტუაციაა. რეალობა ყველამ კარგად ვიცით, ხელისუფლებას ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს დამატებითი კომუნიკაცია გარეთ, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩვენ შეგხვდეს და რაღაც სამარცხვინო მიზეზებს იყენებენ. ყველაფერი არის სწორედ პარლამენტის ხელმძღვანელის პასუხისმგელობა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებს, რომ თურმე ვერ მოიფიქრეს სამართლებრივი ფორმა, როგორ უნდა შეუშვან დეპუტატები. მე მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატს აქვს პატიმრის ნახვის უფლება და აქ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ შენობაში იმყოფება კონკრეტული ადამიანი.”
თუ მიხეილ სააკაშვილთან დღეს დეპუტატებს არ შეუშვებენ, პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად მკურნალობას შეწყვეტს და წამლების მიღებაზე უარს იტყვის.
მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, თვლის, რომ მკურნალობაზე უარის თქმით, კომა და კრიზი გარდაუვალი იქნება.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები