ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“რატომაა “პოლიტიკოსები არ გვინდა” ქოცების შემოგდებული მესიჯი?
იმიტომ, რომ ივანიშვილს პოლიტიკოსები არ ჰყავს და არც სჭირდება.
თავისუფლად შეუძლია, საკუთარი ზოოპარკიდან მაიმუნები გამოიყვანოს, პარლამენტში დასვას, “მწვანე კნოპკას” ზემოდან ბანანი დაახატოს და მაიმუნები ხელს დააჭერენ.
რიგითი ხუნდაძე იჯდება იქ, თუ ბიძინას საყვარელი მაკაკა, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
პოლიტიკური პროცესის მოკვლაა მათი მთავარი ამოცანა.
არ სჭირდება პოლიტიკოსი არც აქეთ, არც იქეთ.
სჭირდება მაკაკები, რომლებიც კითხვებს არ დასვამენ, ტვინს არ გაუბურღავენ, ხოლო ბანანის დანახვაზე უსიტყვოდ დააჭერენ ხელს ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
ამიტომ, არ ენდოთ იმ ხალხს, ვინც მაგ მავნებლობას ამბობს.
და თუ დარწმუნებულნი ხართ, რომ მაგ ფრაზის მთქმელი გულწრფელად ეგრე ფიქრობს, აუხსენით რომ მხარს მავნებლობას უჭერს და ივანიშვილის საქმეს აკეთებს.”
კომენტარები