მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
“დიდი ხანია (ჯერ კიდევ პანდემიამდე) ვაპირებდი ამის დაწერას :
რატომ არის საქართველოში ინტენსიური მოვლის განყოფილებები (რეანიმაციები) ციხესავით ჩაკეტილ-ჩარაზული? რატომ არ აძლევენ ოჯახის წევრებს მათი პაციენტის მონახულების უფლებას?
ჩემი ოჯახის წევრმა 81 წლის ასაკში შვეიცარიაში გაიკეთა დიდი ოპერაცია გულზე. ოპერაციის მეორე დღიდანვე შეგვეძლო მისი მონახულება ინტენსიურ განყოფილებაში (მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ უგონოდ იყო) სპეციალურად გამოყოფილი საათების დროს.
წარმოიდგინეთ რამხელა ბედნიერებაა ადამიანი რომ “იღვიძებს” და თავისი ოჯახის წევრს ხედავს. ან როდესაც ძალიან უჭირს და ხედავს რომ მისი ახლობლებლები მის გვერდზე არიან. ეს ხომ პაციენტს ეხმარება სიცოცხლისთვის ბრძოლაში.
რატომ ვართმევთ ამ შესაძებლობას ისედაც გაჭირვებულ პაციენტს?”
კომენტარები