თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ bm.ge-ს განუცხადა.
„სამწუხაროდ, თხევადი გაზის იმპორტით სრულიად რუსეთზე ვართ დამოკიდებულები, პრობლემა კი ვლადიკავკაზის ტერიტორიაზეა; დიდთოვლობის გამო გზა დაკეტილია. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, კლიმატური პირობების გამო ლარსზე მსუბუქი მანქანების 9-კილომეტრიანი რიგია სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთანაც; ეს სიტუცია, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგრძელდება.”
კითხვას – ახდენს თუ არა გაზის იმპორტზე გავლენას რუსეთ-უკრაინის ომიც, ნიკა ხოფერია ასე პასუხობს:
„ჯერჯერობით, ომი გავლენას არ ახდენს. იქმნება მცირე პრობლემები, თუმცა ამას გლობალური ხასიათი არ აქვს. არის მოლოდინები და შიშები, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი იზოლაციაში მოექცა, მაგრამ, ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი ხდება“
წყარო – bm.ge
კომენტარები