საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
„მერე უფრო ვრცლად დავწერ რა მოხდა და რატომ მოხდა ეს ყველაფერი ამ არჩევნებზე.
უფრო მოკლედ რომ ვთქვა
ერთად-ერთი აქსიომური გზა არსებობს ამ მარაზმის დამარცხებისა რასაც დღევანდელი პოლიტიკური ბნელიტა ქვია გნებავთ სახელისუფლებო და გნებავთ ოპოზიციური..
უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, პირველ ეტაპზე ერთი მაინც, რომელიც სრულად დისტანცირდება ამ პოლიტიკური გვამების და სანაგვისგან.. და რომელსაც ექნება სრულიად ახალი ხედვა ყველაფრისადმი. ანუ ახალი სისხლი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში , პოლიტიკურ ასპარზეწ მყოფ ამ ჭაობს სისხლს გაუშრობს და ხალხის ნდობასაც მოიპოვებს.
აღარ უნდა ბატონო ხალხს ის პოლიტიკური სანაგვე რომელიც უკვე ნახა ხელისუფლებაში და იცის “რა ბაგაჟის პატრონიცაა” (როგორც ცხონებული შოთა გორგოძე იტყოდა) აღარ უნდა და მორჩა..
ეს არჩევნები არის ამის დასტური..
რაც ადრე და მალე გავიგებთ და გავაცნობიერებთ ამას, იქნება უკეთესი ჩვენთვისაც და პირველ რიგში ქვეყნისთვის..“
კომენტარები