აქტივისტი ნატა ფერაძე თავის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვებასთან დაკავშირებით საქმეზე, ინფორმაციას ავრცელებს და წერს:
“მას მერე, რაც არ დავთანხმდი “ბავშვებისგან”, კიარადა მათი “კაი მშობლებისგან” ფულის აღებას კანონიერი და კუთვნილი პროცედურების გარეშე, რაც მოიაზრებს ჩემს დაზარალებულად ცნობას, რის მერეც გვექნება წვდომა საქმის მასალაზე და შევიტყობთ “ბავშვიკების” ვინაობას და მოტივს, პატრული უბრალოდ გაქრა. აორთქლდა.
წერილობით მივმართავთ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და მე, არ შევეშვებით”
საუბარია 22 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევაზე. შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვებას, ფოტოები სოციალურ ქსელში თავად ფერაძემ გაავრცელა.
“ქვეშა@მია ქურდებო, სი@ებო, თქვენს მახინჯ შემოტ@ნაურებას დაუსჯელს არ დავტოვებ” – ნატა ფერაძე
კომენტარები