მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კამკამიძე:
“გრძელდება პრეპარატ რემდესივირის ნულოვანი ეფექტურობის მტკიცებულებების დადება (უკვე მერამდენე), თუმცა ქართული კლინიკური ჯგუფი მაინც ჯიუტად აგრძელებს მისი გამოყენების პროპაგანდას.
რაც არ მუშაობს, არ უნდა გამოიყენოთ ავადმყოფებზე!
Zurab Guruli: მოკლედ, როგორც “ლანცეტის ინფექციურ სნეულებებში” გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის დასკვნა იუწყება, იმ პაციენტებში, რომლებიც კოვიდის გამო კლინიკებში იქნენ მოთავსებული, 7 დღეზე მეტი სიმპტომატურები იყვნენ და ჟანგბადით დახმარებას საჭიროებდნენ, რემდესევირს პრაქტიკულად ფიზიოლოგიური ხსნარის ეფექტი აქვსო.კვლევა, სახელწოდებით DisCoVeRy სერიოზულია; ევროპის 48 სხვადასხვა ცენტრში ერთდროულად მიმდინარეობდა.ჯერჯერობით არავითარი კვლევა არ ჩატარებულა სასწრაფოდ ჰოსპიტალიზირებულ მცირესიმპტომიან მსუბუქ პაციენტებზე, რომლებსაც პირველი 24-48 საათის განმავლობაში ჩაუტარდათ რემდესევირით მკურნალობა
კომენტარები