დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე, პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ:
დასავლეთი გეუბნებათ – არა რუსულ კანონს, ქართველი ხალხი გეუნებათ – არა რუსულ კანონს, მაინტერესებს ვის დაკვეთას ასრულებთ? რასაც ახლა თქვენ ჩადიხართ, წარმოდგენა არ გაქვთ რა არის, მაგრამ აუცილებლად გადაიხდით სამშობლოს ღალატის ფასს. რაც არ უნდა შოპენი დაუკრათ, ქალბატონო ელისო, აუცილებლად მოღალატის სახელით დაამახსოვრდებით ქართველ ხალხს, ასე იქნება. ერთი გაუნათლებელი ადამიანის მსახური ხართ ყველა. არც ერთი არ კითხულობთ რატომ უნდა ჩადიოდეთ ამას, როცა საკუთარი ხალხი გეძახის გარედან, არა რუსულ კანონს, ამერიკა გეუბნება, რომ არ არის ეს კანონი ამერიკული და აქ აღმოჩნდნენ ამერიკანისტები, ყაველაშვილები, სეფიაშვილები, რომლებიც ამბობენ, რომ არა, ამერიკაზე უკეთესად ვიცით, რომ ეს არის ამერიკული. არა, ეს არის რუსული კანონი. თქვენ ვინც სიმპათიით სარგებლობთ ერთი მდიდარი ადამიანის კარზე, ფიქრობთ, ქართველი ხალხის გემოვნების შეცვლას, ეს არ მოხდება. ეს ძვირი უჯდებოდა ყველას, ვინც ამას შეეცადა და ვერც თქვენ გადაურჩებით ამ რისხვას.
გამომხედეთ ქალბატონო ელისო, თქვენ გელაპარაკებით, თქვენ აუცილებლად შეგხვდებათ ეს ხალხი და მოგთხოვთ პასუხს, სამშობლოს ღალატისთვის, იცოდეთ “რუსკი კარაბლის” გზაზე აუცილებლად გახვალთ და ეს არის ძალიან ახლოს და მალე იგრძნობთ საკუთარ თავზე.
კომენტარები