ანალიტიკოსი, თორნიკე შარაშენიძე:
რაც ხდება კვარას თავს ორმაგად სამწუხაროა. სამწუხაროა მისთვის და სამწუხაროა ქართული ფეხბურთისათვის რომელიც სულ ორი წლის წინ თითქმის ჩამკვდარი იყო. კვარამ ქართული ფეხბურთში იმედი დააბრუნა, – შემოაბრუნა გულშემატკივარი, ქართული ფეხბურთით დააინტერესა ევროპა და კარგი მაგალითი მისცა დამწყებ მოთამაშეებს.
“დაბალი ხელფასი აქვს,” “პასს არ აძლევენ” და ა.შ. არანაირი გამართლება არ არის. გასაგებია რომ ამ პატარა ბიჭს მისდაუნებურად უზარმაზარი ტვირთი აქვს აკიდებული, მაგრამ ყველა დიდ მოთამაშეს უწევდა დიდი ტვირთის ტარება და პრობლემების გადალახვა.
მამარდაშვილი ცხადია არასოდეს ყოფილა ასეთი ყურადღების ცენტრში (მათ შორის იმიტომაც რომ იქამდე რუსეთში არ უთამაშია) და შესაბამისად ამხელა ტვირთი არასოდეს უთრევია. მაგრამ მეორეს მხრივ, მეკარე გაცილებით უფრო სტრესის ქვეშ თამაშობს ხოლმე ვიდრე ნებისმიერი სხვა. ისიც გავიხსენოთ რომ მან ესპანეთში პირდაპირ საქართველოდან ამოჰყო თავი და უცხო გარემოში ადაპტაციის გამოცდილება არ ჰქონია. მაგრამ აბა ნახეთ ახლა მისი თამაში.
კომენტარები