ივანიშვილის განცხადებას გახარიას შესახებ ეხმაურება გირჩის ლიდერი, იგო ხვიჩია:
,,ჩემი შინაგანი განწყობაა, რომ გახარია ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებს, მაგრამ თუ არ მოქმედებდა, რასაკვირველია, რაც მან ჩაიდინა, ნებისმიერი გაგებით, ღალატია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მელიას დაკავებას ჯერ თავად ითხოვდა და ამაში ხალხს არწმუნებდა, შემდეგ კი, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ამ არგუმენტით წავიდა. გუნდმა შეიძლება მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამას ხელს ვერ მოვაწერ და მივდივარო როცა ამბობ, რასაკვირველია, ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რომ გუნდის ჩამოშლა გინდოდა, არ გამოგივიდა და ამიტომ გადადექი. ეს თავისი შინაარსით ღალატია“ – ამბობს ხვიჩია
აბა, გაიხსენეთ, გახარია, 2021 წელს რატომ გადადგა ისე სასწრაფოდ პრემიერმინისტრი? – ივანიშვილი
კომენტარები