სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთსაც დავწერ ამ კორონაზე და აღარც მე გავეკარები და ეგ მოგვეკარება მე და ჩემს საახლობლოს თქვენი ჩათვლით…
მგონი გამოვძვერი….სახლში ვარ..
2 კვირა მცხეთის საავადმყოფოში ვიწექი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ მის პერსონალს..მართლაც მაქსიმალური ყურადღებით და გულისხმიერებით ეკიდებიან თითოეულ პაციენტს და ყველაფერს აკეთებენ მათი გამოჯანმრთელებისათვის…კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მცხეთის წმ. მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახ. მცხეთის სამედიცინო ცენტრს.
ოღონდ რაც მე იქ ვნახე იმის გადატანას არავის ვუსურვებ…
თავიდან პალატაში ერთად მოგვათავსეს 4.
ყველას დაახლოებით ერთნაირი დაზიანება გვქონდა ფილტვის… კატეს გადაღების შემდეგ ყველაზე მეტი მე მქონდა 24 ბალიანი შკალით 8 ბალიანი დაზიანება, ირაკლის ჰქონდა 7, ზურას 6, ლადოს 4… თავიდან 4-ივე ყოჩაღად ვიყავით..
გავიცანით ერთმანეთი… ვისაუბრეთ… მოვჯოკრეთ… მერე პოლიტიკაზე გადავიდა საუბარი.. არ იცოდნენ ვისთან ჰქონდათ საქმე და რაღაც სისულელეების ბჟუტური დაიწყეს ორმა … რასაც მოჰყვა ადეკვატური პასუხი… ცოტა ხმამაღალი.. სხვა პალატების უფრო მძიმე პაციენტებიც რომ შეწუხდნენ და შენიშვნაც მივიღეთ, ოღონდ აღმზრდელობით-საგანმანათლებლო საუბარმა წარმატებით ჩაიარა და სიტყვა პოლიტიკაზე აღარ დაუძრიათ…
მერე ვინანე…
ნეტა ებჟუტურათ…
პოლიტიკაზე კი არა საერთოდ გაუჭირდათ საუბარი… სუნთქვა…
პირველი ირაკლი დამძიმდა…ახველებდა და სუნთქვა უჭირდა… ჟანგბადის აპარატიც ვეღარ შველოდა.. 3 დღის მერე გადაიყვანეს რეანიმაციაში და ერთი კვირაა გათიშული წევს ხელოვნურ სუნთქვაზე…
მერე დამძიმდა ლადო… ასევე სუნთქვის პრობლემა დაეწყო… ხელმეორედ გადაუღეს კატე და გაიგეს რომ 4 ბალიანი დაზიანება გადაიზარდა 19 ბალიანში…
მე და ზურა იოლად გამოვძვერით..
თუმცა რა იოლად.. ზურას ცოლი წაართვა კოვიდმა 9 დღის წინ….
ყველა მაქსიმალურად გაფრთხილდით მოერიდეთ ამ ვერაგ დაავადებას.. აიცერით ფაიზერით…. ასტრაზენეკათი… ჩინურით.. რუსულით… ბანგლადეშურით თუ მადაგასკარულით…. არ ვიცი. კიდევ რითი….ოღონდ არ დავირუსდეთ…”
კომენტარები