როდესაც რაღაც შეზღუდვა გამოდის, იქ ვერ გაწერ, რომ მანქანაში, უკან შეიძლება სამი კაცი დაჯდეს, თუ ერთი ოჯახის წევრები არიან და მაინც ერთად ცხოვრობენ, – ასე ახსნა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ის ახალი შეზღუდვა, რომელმაც საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა.
სწორედ ამ საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ პატრულმა რა იცის, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან თუ უცხო ადამიანები, როდესაც მანქანაში სამ ადამიანს ხედავს.
„ამიტომ, უკან ჩასხდომა არაუმეტეს ორი კაცისა, არის შესაძლოა, არასაიმედო, მაგრამ მაინც სოციალური დისტანცირება. სულ სხვაა ერთი მეტრი მანძილი. რაც შეეხება მძღოლის გვერდით ჯდომას, აქ გაცილებით მეტი შანსია დაავადების, რადგან მის გვერდით ზიხარ და მას ესაუბრები“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.
კომენტარები