არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ„ დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნდა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემზარავ წერილს აქვეყნებს, რომელიც მას ცოტა ხნის წინ გოგონამ მიწერა:
„გამარჯობა თამუნაა.. შენი პოსტი ვნახე გოგოზე , რომელიც მამამ გაუპატიურა და იმშობიარა.. კომენტარებმა დამაინტერესა და გადავხედეე.. არვიცი ამ ესემესს თუ ნახავ , მაგრამ გადავწყვიტე მეთქვა და რახან დღემდე ვერაფერს ვამბობ ღიად, შენს აუდიტორიას გადასცე ჩემი ისტორია.ახლა 24 წლის ძლიერი და შემდგარი გოგო ვარ ..რაც თავი მახსოვსს , მამაჩემი ძალადობდა სიატემატიურად ჩემზე , დედაჩემი ცემისგან სიკვდილის პირამდე მიუყვანია… ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა რადგან “ხალხი რას იტყვის” ის თაობა იყო…ალბათ 6_5 წლის ვიყავი პირველი სექსუალური შეხება რომ მახსოვს და მის მერე ეს ინტენსიურად გრძელდებოდა.მაშინებდა რო დედაჩემისთვის არაფერი მეთქვა. დედაჩემს ვეუბნებოდი, რო მასთან მარტო არ დავეტოვებინე , რადგან მეშინოდა მაგრამ ვერ ვამბდი იმ მიზეზს, რისიც მართლა მეშინოდა.მეგონა რო მე დამადანაშაულებდნენ და ყველაფერს უარყოფთა.ერთ დღეს მთვრალი მოვიდა . დედაჩემი ცემა გაგდო სახლიდან შუა ღამეს . ალბათ 7 წლის ვიყავი . მაიძულა მასთან დავწოლილიყავი. ვემუდარებოდი რო არ მინდოდა ის , რასაც აკეთებდა მაგრამ არ ჩერდებოდააა..მეზიზღებოდა. ბევრჯერ ვცადე მომეკლა 7 _8 წლის ბავშვს მაგრამ მეშინოდაა.დავისტრესე,ჩავიკეტე ,დავკომპლექსი.დღეში ასჯეე ვიბანდი,რო ჭუჭყი ჩამომებანა.არავინ არსებობდა იმ წყეულ სოფელში ისეთი,ვინც გამიგებდა. ვიცოდი ყველა მე დამადანაააულებდააა.13 წლის ვიყავი რო ჩაძაღლდა და მის მერე ვცდილობ ჩემი თავის გამოყვანას.ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის , რომ შემიყვარდა 3 წლის წინ ადამინი. გადავწყვიტე მასთან ინტიმური კავშირი
და მაშინ გავიგე, რო ქალიშვილი აღარ ვიყავი. და ეს ყველაფერი იმ ნაძირალამ გააკეთა და იმ ხალხმაა , ზუსტად ისეთმა ხალხმა ვინც გიკომენტარებენ და გოგონას ლანძღავენ.უსუსურს რომელოც ვერც კი იაზრებდაა ალბათ როგორ მოქცეულიყო და მამაზე როგორ ეთქვა რო ეხებოდა.“
კომენტარები