ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მერი კახა კალაძე მისი მეგობარია და ამით ამაყობს კიდეც. ამ ფორმით უპასუხა მან ბოლო დღეებში გაჟღერებულ კრიტიკას იმაზე, რომ “ოცნების” მაჟორიტარობის სიაში კალაძესთან მეგობრობის გამო მოხვდა.
“რასაკვირველია, ვარ კახის მეგობარი. მეამაყება, რომ ვარ მისი მეგობარი და კიდევ ერთხელ, რაც უფრო ხშირად ისაუბრებენ ამაზე, რომ მე და კახი მეგობრები ვართ, მით უფრო კაი. თუ ვინმემ ეს დღემდე არ იცის, კაია, რომ გაიგო”
კომენტარები