ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
ვლოცულობ, რომ აშშ საელჩოს წინადადება ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით ნიშნავდეს (იქნებ მართლა ნიშნავდეს) იმ ბედნიერი დღის მოახლოებას, როცა დაინიშნება `Boeing-747-8`-ს რეისი ქუთაისი – ნიუ იორკი!
რავარია?
ვენაცვალე ამერიკას.
რომში რო ვიყავი, იქ ცენტრალურ სადგურ ტერმინიდან – სანტა მარია მაჟორემდე რომ ქუჩები ჩადის, საფიჩხიაზე მეგონა თავი.
შორსაა, მარა ქართველები დილით რომ გადაფრინდებოდნენ ხოლმე მოსკოვში, იქეიფებდნენ, საღამოს გადმოფრინდებოდნენ….მასე იქნება დაახლოებით.
რომში თითქმის მასეა.
ვაჭარბებ რასაკვირველია, მაგრამ შინაარსობრივად მანჰეტენზეც ასე იქნება დარწმუნებული ვარ – ტაიმს სქვერზე.
მით უმეტეს გული მიგრძნობს ამერიკა დაადოტირებს კიდეც ბილეთებს – ლამაზი ჟესტის სახით.
ისე, სერიოზულად თუ ვიტყვით, ამერიკა ჩვენ ვერ/არ გვანიჭებს ჯერ-ჯერობით სტრატეგიული მოკავშირის სტატუსს…….არც განსაკუთრებით იბრძვის, რათა MAP მოგვანიჭონ……. სამწუხაროდ სამხედრო ბაზების განლაგებასაც არ აპირებს საქართველოს 33 წლოვან ომს გადარჩენილ ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს განსამტკიცებლად……. არც უვიზო რეჟიმი შემოუღია, არც თავისუფალი სავაჭრო ზონა შეუქმნია (როგორც ბევრ იმ ქვეყანასთან აქვს, ვინც ბეეეეეევრად ნაკლებ პროამერიკულია), მაგრამ…….აი ეს რეისი `ქუთაისი-ნიუ იორკი` ძალიან მაგარი ჟესტი და მესიჯი იქნებოდა ამ მიმართულებით.
მართლა ძალიან მაგარი!
და ნუ დამიწყებთ ახლა `წავლენ`.
ვისაც ამერიკაში წასვლა უნდოდა, ამ 33 წლის განმავლობაში მოახერხა წასვლა, გარწმუნებთ.
ვიზაც იშოვა და სამუშაოც.
ხოლო ამ რეისით ვინც გამფრენია ის აუცილებლად დამბრუნებელია.
ქალბატონო კელლი: ძააააალიან მაგარი ჟესტი იქნება მეთქი.
დათო
კომენტარები