ამერიკის ახლო მოკავშირე სინგაპურმა და ჩინეთმა საფუძველი ჩაუყარეს ორ ქვეყანას შორის ცხელი ხაზის შექმნას.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გენერალმა, ლი შანგფუმ, რომელიც თანამდებობაზე მარტის თვეში დაინიშნა, სინგაპურელ კოლეგა ენგ ენგ ჰენთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, თავდაცვის ლიდერების მაღალი დონის კომუნიკაციისთვის დაცული სატელეფონო ბმულის შესაქმნელად.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში პენტაგონის შეთავაზებაზე, სინგაპურში შემდგარიყო აშშ-ს თავდაცვის მდივნისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა, პეკინმა უარი თქვა.
მარტში ჩინეთმა კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და დაძაბულ რეგიონში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად თავდაცვის ცხელი ხაზი იაპონიასთანაც აამოქმედა.
კომენტარები