ჰეპატოლოგი, “ლინბახტის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის” მრჩეველი, ჯაბა ზარქუა:
“ძვირფას და გადასარევ ოჯახის ექიმებთან მაქვს მჭიდრო კონტაქტი ეს კვირებია. გასტრო-კურსი შევქმენით, რომლის მიზანიცაა პირველადი ჯანდაცვისთვის “გადაბარება” იმ პრობლემების მართვისა, რომელსაც მე ვმართავ. კიდევ უფრო მარტივად – გაურთულებელი ყაბზობის მქონე პაციენტი ორი თვე რატომ უნდა ელოდეს ჩემთან ვიზიტს როცა პირველი რიგის რაციონალურად გატარებული ღონისძიებების შედეგად ჩემი ნახვა არათუ ორი თვის მერე, არამედ არასდროს შეიძლება დასჭირდეს? ჰოდა, ამის შეცვლა მინდა. არ მაქვს ილუზია რომ ასე უცბად მოვახერხებთ ამას, მაგრამ სტრატეგია სწორია, გეგმა არის, შესრულებაც მომწონს უკვე და მივყვებით რა, დანარჩენს დრო აჩვენებს. ჰოდა, ერთ რამეზე დავფიქრდი ამ პროცესში.
ხშირად, ოჯახის ექიმი თავის სწორ გადაწყვეტილებას ცვლის ცალსახად არასწორით იცით რატომ? იმიტომ, რომ “სპეციალისტი” ლამისაა მუშტებს უღერებს და “ავტორიტეტით” ჩაგრავს.
ჰოდა, მიგიფსით “ავტორიტეტზე”, აი )) ავტორიტეტს დამსახურება უნდა. აქ რაც ხდება არის პატარა კაცუნების გაბერილი ეგოების ჭიდილი, გარყვნილება და ადამიანების სიცოცხლესთან სახიფათო თამაშები.
რჩევა პაციენტებისთვის: ჩვენს ქვეყანაში ტიტულებს მნიშვნელობა არ აქვს, გახსოვდეთ ეს. ამდენი იდიოტი პროფესორი სამყაროში არ არსებობს, მართლა. არანაირ ცენზს არ აქვს მნიშვნელობა. კატასტროფაა ეს. არც ვიცი ვის ვაგინო სისტემის ასე გარყვნისთვის. საბჭოთა დროიდან რო დაიწყო ეგ ამბავი, კი ვიცი ზუსტად.
რჩევა ოჯახის ექიმებისთვის: ექსპერტები საქართველოში არ არსებობენ (თქვენი მონა-მორჩილის ჩათვლით, რა თქმა უნდა). ჭკვიანები და უჭკუოები, იცოცხლეთ, მაგრამ ექსპერტები – არა. ასე რომ, ნურავის “ავტორიტეტს” ნუ დამორჩილდებით როცა წიგნებში თქვენით კითხულობთ რომ სწორი ხართ!
რჩევა ახალგაზრდა კოლეგებს: გადაამოწმეთ თქვენი “უფროსები” წიგნებში, ცოდნის პასიური მიმღებლები ნუ იქნებით, თორემ ცოდნის პასიურ მიღებას კიდე რა უჭირს, უმეცრებას გადმოგცემენ მასე პასიურად და მოგიწევთ მთელი ცხოვრება არასწორი მუშაობა, ქვეყანას კიდე – მოჯადოებულ წრეში ტრიალი.
სანამ დესაკრალიზაცია არ მოხდება, მანამდე იქნება ეს აბსურდი და გარყვნილება, რომელიც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს უმეცრებით.”
კომენტარები