ავიაკომპანია GEORGIAN AIRWAIS-მა მომხმარებლებს 9 მაისი, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
მილოცვის ფორმამ საზოგადოებისგან კრიტიკა დაიმსახურა. ფოტოზე, რომელიც მილოცვის ტექსტს თან ახლავს, სხვა სიმბოლოებთან ერთად “გეორგიევსკის ლენტიცაა” .
ცნობისთვის, ე.წ. გეორგიევსკის ლენტები, რომლითაც რუსეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ამა თუ იმ წლისთავს ზეიმობენ, 2006 წელს ვლადიმერ პუტინის დავალებით გახდა პროპაგანდის გავრცელების ახალი სიმბოლო და მას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მეორე მსოფლიო ომთან.
კომენტარები