ენმ-ის წევრი, კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, წერს:
“15 მაისი.
არსებულ მოცემულობაში რეგიონებში გასვლას და 2 თვის შემდეგ აქციის დაანონსებას ორი განსხვავებული ახსნა შეიძლება ჰქონდეს:
1. დროის გაჭიმვა, პროტესტის ტალღის ჩაქრობა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ერთადერთ გზად წარმოჩენა.
2. რეალური მზადება (ის რაც დიდი ხანია უნდა გაკეთებულიყო და რის აუცილებლობასაც ლამის 2012 წლიდან ვამტკიცებ) წინააღმდეგობის მოძრაობის ფართომაშტაბიან ფორმატში გადასაყვანად.
ვიტოვებ იმედს, რომ მეორე მოსაზრება არის სიმართლე, თუმც ეჭვი ბუნებრივია არსებობს, რადგან ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან დღემდე უამრავჯერ მინახავს და ვიცი, რომ “რეგიონებს მოვედებით, ყველგან ჩავალთ” სცენარი პროტესტის ჩაქრობას ემსახურება და არა გამარჯვებას.
დიახ ეჭვი არსებობს და ეს ბუნებრივია, ასე რომ თუ გინდათ ეს ეჭვი გააქარწყლოთ და თან მეორე პუნქტში მოყვანილი მოსაზრება რეალობად აქციოთ, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ლიდერებს ვთავაზობ შემდეგ გეგმას:
1. არანაირი კაბინეტები და ოფისები, ოპოზიციური პარტიების ლიდერების ყველა შეხვედრა უნდა ჩატარდეს პარლამენტის წინ, სპეციალურად მოწყობილ კარავში.
2. ყველა შეხვედრა ლაივ რეჟიმში უნდა გადაიცემოდეს.
3. მასმედიასთან ურთიერთობისთვის უნდა აღიჭურვოს სპეციალური კარავი.
4. ბრიფინგები, განცხადებები უნდა გაკეთდეს პარლამენტის წინ, რუსთაველზე,
5. პროტესტის ორგანიზებისთვის უნდა აღიჭურვოს სპეციალური კარავი, საორგანიზაციო კარავში პარტიებმა და ორგანიზაციებმა უნდა გამოყონ წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად საორგანიზაციო საკითხებით იქნებიან დაკავებულები.
6. რეგიონებში გასვლები უნდა გადაიცეს სპეციალურ მონიტორზე, რომელიც პარლამენტის წინამდებარე ტერიტორიაზე იქნება დამონტაჟებული.
7. ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისგან უნდა შეიქმნას სპეციალური განრიგი, სულ მცირე, 2 პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი უნდა დარჩეს ღამით კარავში პროტესტის მონაწილეებთან.
8. პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერებმა თავიანთი ინდივიდუალური შეხვედრების უდიდესი ნაწილი უნდა გამართონ კარვების სივრცეში,
9. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან უნდა დაირგანიზდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის ამოცანა იქნება ქართველი ემიგრანტების პროტესტში მაქსიმალური და ეფექტური ჩართულობა.
ჩემთვის აღნიშნული პუნქტების სრული ან ნაწილობრივი განხორციელება იქნება ლაკმუსის ქაღალდი, გვინდა რეალური პროტესტი თუ მოჩვენებითი აქტიურობა.
კომენტარები