• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, ხუთშაბათი, 5 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რეგიონებში ადამიანები მთლიანად პროპაგანდას ყავს შეჭმული” – თამთა ჯანაძე

ალია ავტორი - ალია
22:02 04-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,463

ჟურნალისტი, თამთა ჯანაძე:

რა სიტუაცია დაგხვდათ რეგიონებში? მე ჩემსას მოვყვები, თქვენ თქვენი დაწერეთ.
ლეჩხუმში ვიყავი და ვნახე ის, რაც ისედაც ვიცოდი, თუმცა ამ ყველაფერთან პირისპირ შეჯახება მაინც ძალიან მტკივნეული იყო. ეს ხალხი ჩემი ხალხია და მიყვარს. მიყვარს იმის მიუხედავად, რას ფიქრობენ.
ადამიანები მთლიანად პროპაგანდას ყავს შეჭმული. კაცი, რომელიც სოციალურ შემწეობაზეა მთლიანად, ჯამში სულ 5 კბილი თუ ექნება და 60 წლის ასაკში უკვე ჯოხით ძლივს გადაადგილდება, რადგან სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების საშუალება არ აქვს, სრულიად გულწრფელად მიმტკიცებდა, რომ ბრწყინვალე ცხოვრება აქვს, რომ მშვიდობაა, რომ “აბა, გვარამია მინდა?”, რომ “ვიცი, რომ ხაზარაძე მიშაზე უარესია?”, რომ “ნაცები და დიფ-სთეითია დასამარცხებელი” და ა.შ.
ადამიანების ამ ნაწილს არ სურს სიმართლის მოსმენა, რადგან ძალიან მტკივნეულია იმის აღიარება, რომ ატყუებენ, გაბრიყვებულის როლში ყოფნა არ უნდათ. ფიქრობენ, რომ ქუჩაში ვინც დგას, საქმე არ აქვს და “ხიხია”, რომ კონკრეტულად მას და მის ოჯახს არავინ შეეხება, რადგან არაფერს აშავებს, რომ უვიზოს არავინ შეაჩერებს და კიდეც რომ შეჩერდეს, არა უშავს, თავად ისე დაბერდნენ, თავიანთ სოფელს არ გასცილებიან და ვერ არიან კარგად? არ უნდათ მოსმენა, რომ ეს არ არის კარგად ყოფნა, რომ იმ მდგომარეობას, რომელშიც არსებობა უწევთ, არ ჰქვია ცხოვრება.
ხალხის მეორე ნაწილი გისმენს, ნაწილობრივ გეთანხმება და ოხრავს. ისინი ვერ ხედავენ წინ სინათლეს, ვერ ხედავენ ლიდერებს, ვისაც ენდობიან და რაც მთავარია – არ სჯერათ, რომ თავად შეუძლიათ რამის შეცვლა. ადამიანები საკუთარი უძლურების შეგრძნებასა და ინფორმაციულ ვაკუუმში იხრჩობიან. ასე პარალიზებულთა რაოდენობა არის ძალიან დიდი. მათ აქვთ უზარმაზარი ძალა და რესურსი, მაგრამ ვერ აცნობიერებენ ამას.
არის მესამე ნაწილიც, ვისაც უკვე ხელი ჩაქნეული აქვს და საბუთებს ამზადებს, რომ წავიდეს. ოღონდ ეს არ არის უბრალოდ წასვლა. ადამიანები სამუდამოდ გადასახლებაზე ფიქრობენ, ოჯახებით ემზადებიან და ზუსტად იციან, რომ უკან არასდროს მოიხედავენ. ერთმა მითხრა, ჩემი მშობლები შეიწირა ამ ქვეყანამ, მე რეალიზება ვერასდროს მოვახერხე აქ და შვილებს აღარ შევაჭმევინებო.
ადამიანს, რომელიც არსებობისთვის ბრძოლაშია ჩაბმული, არ აქვს არც დრო და არც ინტელექტუალური რესურსი დეზინფორმაციის ამხელა ნაკადს ებრძოლოს, არ ფლობს მედიაწიგნიერების საფუძვლებს, რომ გაარჩიოს რას ატყუებენ პროპაგანდისტები და როგორ მოიძიოს სიმართლე, არ აქვს არც ისტორიული მეხსიერება, არც აკადემიური განათლება იმ დოზით, რომ კრიტიკული აზროვნება ჩამოუყალიბდეს. თუ მათ “ბნელებს”, “ბიომასას” და ათას საზიზღრობას დავუძახებთ, პირდაპირ ვკრავთ ხელს და ვაგდებთ პროპაგანდის ხელში.
გინდა, არ გინდა, ასეთია ვითარება და ასეთები არიან ჩვენი ნათესავები, ახლობლები, ჩვენები. ასე მოხდა იმიტომ, რომ თავიდანვე არ დავეხმარეთ, არ ველაპარაკეთ, არ ავუხსენით ყველაფერი იმ იმედით, რომ თავად იზამდნენ ამას. ვერ ქნეს, ვერ მოახერხეს.
რას ვშვებით ახლა? გავაგრძელოთ ძახილი, რომ “ბნელები”, “ჩამორჩენილები” და ნაძირლებისგან მოტყუებულები არიან, თუ მოთმინებით და დეტალურად ავუხსნათ სად და როგორ ცდებიან?
ხალხის დიდი ნაწილი არ არის ხელისუფლების მომხრე, ერთეულების გარდა, რომელიც ან პროპაგანდის მსხვერპლია, ან ვიწრო მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს, არავინ ამბობს, რომ მმართველი გუნდი კარგია და ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. საზოგადოების დიდი ნაწილი არის აპათიაში და ყოველ დღე უფრო მეტად იხლართება.
რას ვშვებით?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025

ბიზნესი

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

15:44 06-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:46 06-05-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა

11:28 06-05-2025
ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“
ახალი ამბები

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“

16:11 06-04-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved