ყოფილი მაღალჩინოსანი, პეტრე ცისკარიშვილი:
“ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე თვალს ვადევნებთ რუსული არმიის უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან უპრეცედენტო მობილიზაციას.
სხვადასხვა მონაცემებით ჯარისკაცების რაოდენობა 120-დან 150 ათასამდე მერყეობს.
ცხადია, ამას ემატება რამდენიმე ათასი ტანკი, არტილერია, საჰაერო მოიერიშეები და ა.შ.
ანუ გვაქვს მოცემულობა, როდესაც რუსეთი კუნთებს ათამაშებს, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრით იმუქრება და დასავლეთს (აშშ-ს, ევროპას, თვითონ უკრაინას) აშანტაჟებს – ხელს თუ არ აიღებთ ნატოს გაფართოვებაზე, კერძოდ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებაზე, უკრაინას ანექსია არ ასცდებაო. თან ამის გარანტიად, ხელმოწერილ იურიდიულ დოკუმენტს ითხოვს, მხოლოდ სიტყვიერი დაპირება არ კმარა, მერე შეიძლება გადამგდოთო!
მოკლედ, ეს ამბავი ისედაც ყველამ ვიცით, საქართველო რომ ჩუმადაა და ქოცი გაყურსული როგორც უპრეტენზიო, დაჩმორებული გუბერნია, ეგეც! (ესენი ხომ მხოლოდ ოპოზიციასთან იბრიქებიან და სპეცრაზმებით იმუქრებიან).
მაგრამ ეს პოსტი ამაზე არ არის.
რას პასუხობს პუტინის ამ ავანტიურას ვაშინგტონი, კერძოდ ბაიდენის ადმინისტრაცია:
თუ უკრაინაში შეიჭრები, მკაცრ სანქციებს დაგიწესებთო.
– ეკონომიკური, სავაჭრო, საბანკო, სავიზო.. ასეა, მართლაც ათასი ინსტრუმენტია ამერიკის ხელში.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ პუტინი ასეთი დიპლომატიური თამაშის დროს, თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში – გითრევს საკუთარ მოედანზე და იწყება ვაჭრობა გაზპრომის მილსადენით, ევროპის გაყინვა/გათბობით, ნატოს სამომავლო პერსპექტივებით, აშშ-ს პარტნიორებისთვის იარაღის მიწოდება/არმიწოდებით, სირიის და ახლო აღმოსავლეთის ამბებით და ა.შ.
ბოლომდე გამარჯვებული თუ არა, პუტინი სერიოზული კონცესიებით და მსუყე ბენეფიტებით ხელდამშვენებული რომ წავა სახლში, რთული გამოსაცნობი არაა.
ახლა როგორ მოიქცეოდა მაგალითად, რეიგანი:
მისტერ პუტინ, ეტყოდა, თუ უკრაინის დაპყრობას შეეცდები, რამდენიმე კვირაში Збройнi Сили Украïни ვორონეჟთან გედგება. ამისთვის ჩვენ უკვე შევაიარაღეთ, გადავამზადეთ, ყველა სხვა რესურსით აღვჭურვეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები.
ნატო და მოკავშირეების გარკვეული კონტინგენტი კიევში, ხარკოვში და დნეპრში უკვე განლაგდა.
შავ ზღვაში რომ ჩვენი და ბრიტანული ავიამზიდებია შემოსული და ბიჭები ბრძანებას ელოდებიან, ეგ ისედაც იცი.
შორეულ 1980-ანებში რომ არ წავიდეთ, ალბათ ტრამპიც ეგრე დაელაპარაკებიდა.”
კომენტარები