პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
„ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში – 1 366 000 დასაქმებულია დღეს ქვეყანაში, ოფიციალურად რაც არის საქსტატის მიხედვით გამოქვეყნებული ინფორმაცია, ასევე რეკორდულია დასაქმების დონე, ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რაც გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო, სხვა, წინა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დღეს მშვიდობაც არ იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა, ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ, გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მშვიდობიან პოლიტიკას და მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების ტემპს“
კომენტარები