მე, როგორც ერთი ქრისტიანი, რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
„მესმის, რომ ბევრს სურს, მსგავს ემოციურ და სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის საკითხი რაღაც წინააღმდეგობებზე დაფუძნებით დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. მერწმუნეთ, ასე არ იქნება. ჩვენ ეკლესიასთან ერთად აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს და ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის. ამისკენ მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების და მშობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ისეთ გამოსავალს ვიპოვით, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და დღევანდელობას შეეფერება“, – განაცხადა გახარიამ.
კომენტარები