დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე:
„გილიადი“ საქართველოს ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატებით ამარაგებს და ეს დიდი პროგრამაა, რომელიც 2015 წელს დავიწყეთ. ეს არის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია, ვინც ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანია. მათ მიერ შექმნილია ებოლას ეპიდემიის დროს, 2015 წელს ეს პრეპარატი. ამ პრეპარატზე ჯერჯერობით არის რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა, თუმცა ძალიან დამაიმედებელი ამევე დროს.
გუშინ იყო დიდი მეცნიერის, ფაუჩის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ დიდ კვლევაში პრეპარატმა რემდესივირმა უფრო ნაადრევ ეტაპზე, ხუთი-ექვსი დღით შეამცირა ორგანიზმში ვირუსის განულების მაჩვენებელი და ამავე დროს, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შეამცირა. თუმცა, ძალიან ბევრი რანდომიზირებული კვლევა მიდის ამ პრეპარატზე“
საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს „გილიადთან“ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანას ექნება“
კომენტარები