ტაბულას ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. გამოცემის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ტელეკომპანიის დირექტორი პაატა სალია აწერს ხელს, რეორგანიზაციის მიზეზად “პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა”.
სტრუქტურული რეორგანიზაცია, დოკუმენტის მიხედვით, კომპანიაში დასაქმებული “ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციასაც” გულისხმობს.
ტაბულას მიერ გავრცელებული დოკუმენტი
“10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდეს არსებული სტრუქტურა და დამტკიცდეს ახალი” – ვკითხულობთ ტელეკომპანიის დირექტორის ბრძანებაში.
სალია დოკუმენტის ნამდვილობას ფორმულასთან ადასტურებს. სალია აცხადებს, რომ რუსთავი 2 -ში რეორგანიზაციის გამოცხადება სარედაქციო და საკადრო პოლიტიკის ცვლილებას არ უკავშირდება.
კომენტარები